ხადას ჩანჩქერები / Khada Waterfalls

06/11/2020
ლაშქრობა-ის მიერ

ხადას ხეობა, ორი ხ-ხ, ხორხისმიერი ბგერები, ისე ჟღერს რომ თავიდანვე მოწიწება შთაუნერგოს მსმენელს. ასე წარმომედგინა ბავშვობიდან ხადა, არაგვის სათავეებისკენ, იქ ზემოთ არს ხეობა 60 ციხიანი ხადა. აი 5 დღიან სოლო გასვლაზე ვიყავი მაგრამ ხადაში არა, მყინვარწვერზე ავედი მაგრამ ხადაში ვერ წავედი, მიუწვდომელი გახდა გონებაში, ხან ვერ მოვიცალე, ხან სხვაგან ვიყავი. არადა რა მარტივი სანახავი ყოფილა ეს ჩვენი ხადა, არც ისე პირქუში როგორც მეგონა.
საქართველო სამხედრო გზაზე სოფელ ქვეშეთთან ქვემოთ არაგვისკენ რომ ჩაუხვევთ და ხიდზე გადახვალთ დაგხვდებათ სოფელი ბედონი, ბედონის მერ შეხვალთ ღრმა ხეობაში, მარცხნივ აღმართული დიდი სალი კლდეებით. ეს ვულკანური ენის დასასრულია, გზის პირდაპირ კლდეში აშენებულ სამალავს დალანდავთ, მიუვალი ციცაბო გზებით შიგნით შევედი და საინტერესო არქიტეკტურა დამხვდა, უკუდაკიდების კლდის წინა მხარე შვეულად ქვით ამოუყვანიათ ამგვარად კლდესა და კედელს შორის 1.5-2 მეტრი სივრცე დარჩენილა და ასე შეუქმნიათ დამცავი ნაგებობა, საინტერესო გადაწყვეტაა.
კლდე-ციხეს რომ გაცდებით შემდეგი მნიშვნელოვანი ადგილი მჟავე წყალია, ზოგადად მჟავე წყალი არ მიყვარს მაგრამ ეს მეგემრიალა, გარდა წყლისა საინტერესო კლდეცაა ამ წყაროსთან და კარგი სანახავია. მჟავე წყლის შემდეგ გადახვალთ ხიდს და დაიწყება აღმა მიმავალი სერპანტინები რომლითაც ლამაზ, მწვანე მინდორზე ამოყოფთ თავს, აქ ყველაზე დიდი ღირშესანიშნაობა ბეგოთკარის ეკლესიაა, მისი თავისებურება იმაში მდგომაროებს რომ ორ გრძელ კედელზე დამატებით ქვით ამოუყვანიათ საყრდენი კედლები, რისთვის დასჭირდათ არ ვიცი, შესაძლოა ასე გაამაგრეს. სოფლების, ბექოთკარისა და ბედიანბეგონის გავლის შემდგომ სწორი გზა მიდის ხეობაში, ერთ ადგილზე ხიდი შეგხვდებათ საიდანაც ზემოთ გაშენებულ სოფელ წკერეში ადიხართ, ეს ხეობის ბოლო სოფელია. თუმცა თუკი ჩანჩქერებზე მოხვედრა გსურთ ამ ხიდზე არ უნდა გადახვიდეთ, არამედ მანქანა გააჩეროთ და პატარა შარა გზა განაგრძოთ ხეობის სიღრმეში. გზა თავიდან ისეთი სიგანისაა რომ მანქანა გაეტიოს, თუმცა ადგლები დამეწყრილია და გარისკვა უაზრობა იქნებოდა, ერთ ადგილას გემრიელი წყაროც შეგხვდებათ, ასე რომ შეგიძლიათ წყალი გზაშივე აივსოთ, წყაროს შემდეგ მეცხვარის კარავი იდგა, დიდად ეს საორიენტიროდ არ გამოგადგებათ თუმცა ამ კარვის შემდგომ გზა ხეობაში ქვემოთ ჩადის, მდინარე ხადისწყალთან, კვეთს მას და გადადის დინების მარჯვენა მხარეს, მერე მალევე ისევ უკან უნდა გადმოვლახოთ მდიანრე და კვლავ მარცხნეა მხარეს დავბრუნდეთ, ამის შემდგომ დაკვირვებული თვალი მეცხვარეების მეორე ნაბინავარს შეამჩნევს, მართალია ბალახი იყო ამოსული მაგრამ კარგად ეტყობოდა რომ ამ ადგილას ცხვარი ედგათ, ამასც გაცდებით და საბოლოოო ორიენტრის ორ წყალს, ანუ მდინარეების შეერთებას მიადგებით, მარჯვენა მხარეს ანუ აღმოსავლეთი შენაკადი უფრო მცირეა, მას გადაივლით და მეორე შენაკადს აუყვებით, იქვე ძალიან მალე 100 მეტრში გამოჩნდება ლამაზი ჩანჩქერი, ესაა ჩვენი დანიშნულების ადგილი, მართალია თქვენ ერთ ჩანჩქერს ხედავთ თუმცა ეს კასკადის ბოლო ჩანჩექრია, მის ზემოთ კიდევ 4 ლამაზი ჩანჩქერია განლაგებული, ჩვენ ეს ჩანჩქერები დრონით დავინახეთ და გადავიღეთ, თუმცა მონდომების შემთხვევაში შეიძლება მათი ხილვა მარჯვივ კოშკისკენ აცოცებით ან მარცხენა მხრიდან მოვლით. მთელი ეს გზა დაახლოებით 3 კილომეტრია, სტანდარტულ პირობებში მდინარის გადავლა მარტივა თუმცა ადიდებისას შესაძლოა საშიში იყოს. კარგი გასეირნებაა მარტივი ლაშქრობის მოყვარულთათვის.
შეგიძლიათ მოგვძებნოთ Facebook-ზე
https://www.facebook.com/lashqroba.hi...

ჩვენი ვიდეო პროექტი არაკომერციულია და მიზნად ისახავს ქართული საზოგადოების ცოდნის ამაღლებას სალაშქრო, სათავგადასავლო, თვითგადარჩენის მიმართულებით. ვინაიდან ამ პროექტს ორი მოხალისე ვაკეთებთ, ჩვენი რესურსები შეზღუდულია. საჭიროა ახალი აპარატურის შეძენა უკეთესი ხარისხის მისაღწევად, ახალი აღჭურვილობის ყიდვა ტესტირებისთვის და შემდგომ ვიდეოებში გადასაღებად. თუკი გსურთ, გვერდში დაგვიდგეთ და ერთობლივად გავაკეთოთ ეს საქმე, შემოწირულობის გადმორიცხვა შეგიძლიათ თიბისი შემდეგ ანგარიშზე: GE20TB7644545067800001