ოთხი ფეხსაცმლის ისტორია
კომფორტული ლაშქრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი ცალსახად მოხერხებული და კარგი ფეხსაცმელია. სალაშქრო ფეხსაცმლის შერჩევა ძლიერ ინდივიდუალურია, ერთიდაიგივე ბრენდის ერთიდაიგივე მოდელი შესაძლოა ერთმა მოლაშქრემ სასიამოვნოდ გაცვითოს, ხოლო მეორემ საერთოდ ვერ ჩაიცვას. ეს იმდენად დიდი თემაა რომ სათქმელს ერთ ვიდეოში ვერ ჩავატევდით, ამიტომ გადავწყვიტეთ რამდენიმე ეპიზოდი გადავიღოთ. ამ ვიდეოში მოგიყვებით იმ 4 ფეხსაცმლის შესახებ რომელთაც მრავალი მოგონება და ისტორია უკავშირდებათ, ვფიქრობ მონათხრობიდან თქვენთვის საჭირო დეტალებსაც გაიგებთ. ასევე სამომავლოდ გადავიღებთ საბანაკე ფეხსაცმელზე, ბილიკის სარბენ ფეხსაცმელებზე და სხვა მაღალყელიან ჩექმებზეც, ასე რომ გვიყურეთ, გამოიწერეთ არხი და გააზიარეთ ჩვენი ეპიზოდები. შეგიძლიათ მოგვძებნოთ Facebook-ზე / lashqroba.hiking ჩვენი ვიდეო პროექტი არაკომერციულია და მიზნად ისახავს ქართული საზოგადოების ცოდნის ამაღლებას სალაშქრო, სათავგადასავლო, თვითგადარჩენის მიმართულებით. ვინაიდან ამ პროექტს ორი მოხალისე ვაკეთებთ, ჩვენი რესურსები შეზღუდულია. საჭიროა ახალი აპარატურის შეძენა უკეთესი ხარისხის მისაღწევად, ახალი აღჭურვილობის ყიდვა ტესტირებისთვის და შემდგომ ვიდეოებში გადასაღებად. თუკი გსურთ, გვერდში დაგვიდგეთ და ერთობლივად გავაკეთოთ ეს საქმე, შემოწირულობის გადმორიცხვა შეგიძლიათ თიბისი შემდეგ ანგარიშზე: GE20TB7644545067800001
მსგავსი ვიდეოები
GALAXIA 78301 750W JIG SAW
GALAXIA POWER TOOLS
„კვირის მოამბე“, 5 თებერვალი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოთხი
ტყუპები
ოთხი პარტიის განცხადება და ოპოზიციური სპექტრის შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოთხი კარი! რა კარი იხსნება თქვენთვის და რა სიურპრიზს გიმზადე...
Ogham
ოთხი რამ, რაც მაქსიმალურად დაგეხმარებათ მიაღწიოთ მეტს 24 საა...
AEV Academy აივ აკადემია
ოთხი გია | ეგ თვალები
შუადღე GDS / shuadge GDS
ოთხი ოთხზე 4X4 - 3 - ზუმბა 23.03.2014
კაცების არქივი