მოგზაურობა რკონის უკაცრიელ ხეობაში
მდინარე თეძმის ხეობა რომელსაც ხშირად მარტივად რკონის ხეობასაც ვეძახით ჩვენთვის უსაყვარლესი ადგილია. ბევრი მოლაშქრე სტუმრობს რკონის მონასტერს, ჩაჩუბეთის ეკლესიას, დრისის ციხეს, საბოლიას ხეობას, თუმცა ჩვენ ამჯერად წალკის მხრიდან ზირთას მთის გავლით აბსოლუტურად მიკარგულ ხეობაში დავეშვით. ამ ხეობაში არსებულ ციხისა და ეკლესიის მდებარეობაზე ინფორმაცია ძველმა მოლაშქრემ და მთასვლელმა იგორ ელისეევმა მოგვაწოდა, რისთვისაც დიდი მადლობა მას. განსაკუთრებით ლამაზია ჩვენი ბუნების ველური, ნაკლებად ცნობილი, არ გაკვალული მიმართულებები, მოდით ერთად მოვუაროთ მათ, ყველგან ცივილიზაციას და სახლებს ნუ შევიტანთ, ნუ მოვჭრით ხეებს, ნუ ვივლით ჯიპებით სალაშქრო ბილიკებზე, ნუ ვინადირებთ, დავტოვოთ ისეთი ხელუხლებელი როგორიც დაგვხვდა. ეგიძლიათ მოგვძებნოთ Facebook-ზე https://www.facebook.com/lashqroba.hi... ჩვენი ვიდეო პროექტი არაკომერციულია და მიზნად ისახავს ქართული საზოგადოების ცოდნის ამაღლებას სალაშქრო, სათავგადასავლო, თვითგადარჩენის მიმართულებით. ვინაიდან ამ პროექტს ორი მოხალისე ვაკეთებთ, ჩვენი რესურსები შეზღუდულია. საჭიროა ახალი აპარატურის შეძენა უკეთესი ხარისხის მისაღწევად, ახალი აღჭურვილობის ყიდვა ტესტირებისთვის და შემდგომ ვიდეოებში გადასაღებად. თუკი გსურთ, გვერდში დაგვიდგეთ და ერთობლივად გავაკეთოთ ეს საქმე, შემოწირულობის გადმორიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე: GE20TB7644545067800001
მსგავსი ვიდეოები
მოტო გასვლა - რკონი / მეორე ნაწილი / MOTORCYCLE TRIP/GEORGIA...
Gomsky
ლაშქრობა ლული-ფელი / Hiking to Luli-Peli - Leone Emotions
Levan Gejadze
პირველი ეპიზოდი - რკონი
Eelsii_official
შემოდგომაზე სანახავი 5 ადგილი საქართველოში
42-ე პარალელი - The 42nd Parallel
დრო და რეალობა - შურისმაძიებლები: საბოლოოეტაპი
კაპიტანი ამერიკის დილემა - შურისმაძიებლები: საბოლოო ეტაპი
【K】Georgia Travel-[조지아 여행-바투미]고니오 성채/Gonio Fo...
KBS여행 걸어서 세계속으로