სალაშქრო ქვაბები

09/24/2018
ლაშქრობა-ის მიერ

ბუნებაში ხეტიალის ერთერთი სანუკვარი,გემრიელი და დასამახსოვრებელი მომენტია სიცივეში დილა-საღამოს ცხელი ჩაისა და ყავის დალევა, ამ დავალების შესასრულებლად კი აუცილებელია სალაშქრო ქვაბი. ჩემი საველე მზარეულობა ჯერჯერობით მხოლოდ ცხელი სასმელების, მიუსლის, იშვიათად საველე პიურესა და სუპების მომზადებით შემოიფარგლება, რისთვისაც მხოლოდ წყლის ადუღებაა საკმარისი, რთულ კერძებს არ ვამზადებ, შესაბამისად ჩემი ჭურჭელიც ამ მარტივ საჭიროებებზეა მორგებული.
ქვაბუნების შერჩევისას ერთერთი კრიტერიუმი მისი მოცულობაა. ვინაიდან დიდ ჯგუფებში არ დავდივარ სალაშქროდ, ძირითადად გათვლას ჩემზე და თიკოზე ვაკეთებ, 2 კაცისთვის სტანდარტულ პირობებში 550მლ-დან 750მლ-მდე მოცულობის ქვაბიც საკმარისია. ტოაკსის ეს პატარა ქვაბუნა ზუსტად 2 ჭიქა წყალს იტევს, თუმცა ზამთარში თუკი თოვლის დადნობას მოვინდომებთ ასეთი პატარა ჭურჭლით ძალიან გავწვალდებით. მცირე, 3-4 კაციანი ჯგუფისთვის წყლის ასადუღებლად 1-2ლიტრამდე ქვაბებიც საკმარისია.
ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება რაც ქვაბების ყიდვისას მოგვიწევს მასალის შერჩევაა. უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი ყველაზე მძიმე და გამძლეა, თუმცა მაინც მოვახერხეთ ისეთი ცეცხლის დანთება რომ მსრ-ის ფოლადის ქვაბი დაგვეღუნა, სავარაუდოდ წყალი ამოშრა და ამის გამო დაიბრიცა, თუმცა კვლავ ჩვეულებრივად მუშაობს.
ყველაზე ძვირი და ამასთან მსუბუქი ქვაბუნები როგორც წესი ტიტანისგან მზადდება. ამ მეტალისგან ძალიან თხელკედლიან ჭურჭელს აკეთებენ და სწორედ ამიტომაცაა შესაძლებელი გრამების შემცირება. გიღირთ თუ არა 100 გრამის დაზოგვაში დამატებით 30-40$ გადახდა, თქვენი გადასაწყვეტია. ანოდიზირებული ალუმინის ჭურჭელიც ფრიად მსუბუქია და ამასთან ხშირ შემთხვევაში 3-ჯერ უფრო იაფია ვიდრე ტიტანი, ასეთი ნორმალური ქვაბის შესაძენად საშუალოდ 15 დოლარი დაგჭირდებათ. თუკი ბიუჯეტურობაა თქვენი მთავარი საზრუნავი მაშინ ჯობს სამხედრო ქვაბუნა იყიდოთ 10 ლარად ან თუნდაც სახლიდან წაიღოთ პატარა ალუმინის ქვაბი.(ჭურჭელი)
ქვაბი მაინც ქვაბია, მარტივი სალაშქრო ნივთი, ამიტომ შერჩევისას ზედმეტად ნუ გადაიღლით თავს, ნურც ძალიან ძვირს გადაიხდით, გამოიყენეთ ეს რჩევები და ჩაუსაფრდით მსუყე ფასდაკლებებს. თუკი მოგწონთ ჩვენი ვიდეოგანხილვები, გთხოვთ გამოიწეროთ და გააზიაროთ იუთუბ არხი, მომავალ შეხვედრამდე.

თუკი მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, გთხოვთ, გამოიწეროთ და მაქსიმალურად გააზიაროთ ჩვენი იუთუბის არხი, ამით ჩვენს პროექტს დაეხმარებით.

პროდიუსერი თინათინ მუმლაძე

შეგიძლიათ მოგვძებნოთ Facebook-ზე
  / %e1%83%90%e1%83%a6%e1%83%ad%e1%83%a3%e1%83...  

ჩვენი პროექტის მხარდამჭერები არიან
ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი
https://www.facebook.com/fondi.ge/?fr...

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
https://www.facebook.com/Administrati...

საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი
  / sazogadoebriviorganizatsiaaisi  

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური
  / departmentofcultureeducationsportandyoutha...