„გვიან ღამით მოვა და მაინც დილაადრიანად მიდის“ – ასე აღწერს 84 წლის მამა შვილის შრომასა და ყოველდღიურობას.
▶ მადონა დიასამიძე მე-10 ბრიგადის მთავარი ექიმია. ყოველ მე-4 დღეს, 24 საათიანი ცვლის ფარგლებში მახინჯაურის სოფლებსა და საკუთარ პროფესიას ერთგულად ემსახურება. თვეში დაახლოებით 7/8 ცვლა უწევს და არცერთი ეს 24 საათი ერთმანეთს არ ჰგავს.
სამუშაო დღე დილის 10 საათზე პუშკინის ქუჩის ბაზაზე გამოცხადებით იწყება და მახინჯაურისკენ გზით - გრძელდება. პანდემიის დასწყისსა და შუაწელში, მახინჯაურამდე მისვლას ხშირად ვერც კი ახერხებდა გამოძახებების მომეტებული რაოდენობის გამო. ახლა ოდნავ ამოისუნთქა...
▶ სასწრაფოს ექიმობა მისი ერთადერთი საქმიანობა არაა. პარალელურად ის მაჭახელას ხეობის სოფლის ექიმიცაა. ადგილობრივი ამბულატორიის მცირე შენობაში და კიდევ უფრო მცირე კოლექტივი როგორღაც ახერხებს მომიჯნავე სოფლების პაციენტებისთვის პირველადი მომსახურების გაწევას და რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია - ვაქცინაციის პროცესის წარმართვას.
▶ თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს; უფრო სწორად - აქვს, მაგრამ იმ დროსაც პაციენტებთან სატელეფონო საუბრებს უთმობს და არცერთ გამოტოვებული ზარს უყურადღებოდ არ ტოვებს; ანუ, უყურადღებოდ არ ტოვებს ყველა იმ პაციენტს, ვინც მადონა ექიმის მოიმედე და მომლოდინეა.
▶ მაჭახელას ხეობაც და ხეობის მაცხოვრებლებიც მისთვის უკვე ერთი დიდი ოჯახია და სიამაყით ჰყვება იმასაც, რომ რომელ პაციენტთანაც არ უნდა დაუღამდეს, იქვე შეუძლია ღამის გადაგორებაც ისე რომ თავს უცხოდ არ აგრძობინებენ, პირიქით - მადონა დიასამიძის დანახვაც და სტუმრობაც იმედიც და პატივიცაა ერთდროულად.
ერთხელ, კეთილი დანაშაულიც ჩაუდენია [ღიმილით და თან გულდაწყვეტით იხსენებს ამ ეპიზოდს]. თურმე, ყველაფერი ასე ყოფილა: ...
• რეჟისორი: გიორგი მურვანიძე
• მთავარ როლში: მადონა დიასამიძე
• პროდიუსერი: ბაჩო გურაბანიძე
• ოპერატორები: გიორგი მურვანიძე, ირაკლი ყურუა, გოჩა კვაჭაძე
• მონტაჟი: გიორგი მურვანიძე
• დრონის ოპერატორი: გოჩა კვაჭაძე
• გრაფიკა: გიორგი ხომერიკი
• გარეკანი: ირაკლი ყურუა
#ექიმებისშრომა #პანდემია #covid19