"გუშინწინ დაიწყო ქალაქის დარჩენილი ნაწილის იერიში"

03/29/2022

\"დღეს უკვე დავწერ დეტალებს ჩვენი, ქართველების ჯგუფის საბრძოლო ოპერაციის. ოთხი დღე ვიყავით ირპენში, წინა ხაზზე. ჯერ გვევალებოდა თვალთვალი. ღამით ბიჭებმა შენიშნეს რუსების ტექნიკის მოძრაობა, გადავეცით კოორდინატები და იუველირულად მომუშავე უკრაინელების არტილერიამ ოთხი ბეემპე დაადუღა რამდენიმე წუთში. გუშინწინ დაიწყო ქალაქის დარჩენილი ნაწილის იერიში. ჩვენი ჯგუფიც ჩაგვრთეს შეტევაში. უჯიშოების \"ნეპამიძიმაია არმიამ\" ისე მოძუძგა ვერც დავეწიეთ. მთლიანად დავიკავეთ ქალაქი. პარალელურ ქუჩაზე შემტევმა ჯგუფმა ააფეთქა ბეემდე სადაც ცხინვალელი ოსების დროშა ნახეს. გამწარებულმა, გაქცეულმა ფარჩაკებმა მთელი ღამე ისეთი დაბომბვა დაიწყეს გადაწვეს მთელი ქალაქი, მაგრამ ჩვენ და სხვა ჯგუფებსაც ვერაფერი დაგვაკლეს. მეორე დილით ახალმა ქვედანაყოფმა შეგვცვალა გათოშილები და დაბომბვისგან უძინარები. ამ ვიდეოში ჩვენი ჯგუფის ნაწილის ირპენიდან გამოსვლა გადავიღე.
სიკვდილი ოკუპანტებს!
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!\" - ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili

Metronome - საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ გაზეთი

საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე სიახლეები დეტალურად იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე https://metronome.ge/

Facebook გვერდი   / metronome.ge

ვიდეოები „Metronome მეტრონომი"-ისგან