About me. Walking Vlog, Rome

09/04/2022
Edward Limonjiani, M.D. M.Sc.-ის მიერ

Hi. ეს არის Vlog-ის მესამე ეპიზოდი. ორი თვის წინ ჩავწერე ეს, მხოლოდ ახლა მოვახერხე ატვირთვა. ძალიან დატვირთული ზაფხულის თვეებია, ძალიან, რაც კარგია ტრეინინგისთვის! ამ ეპიზოდში მოგიყებით ჩემ შესახებ, საიდან დავიწყე, სად ვარ და სად მივდივარ. სიარულის დროს კამერა მოძრაობს, walking vlog-ისთვის არ არის სწორი კამერა. გრძელი ვლოგია, არაფორმალურია, ვლოგების ჩაწერის დროს თითქოს ვწერ ჩემი მეგობრებისთვის, მინდა მოგიყვეთ თუ როგორ ხდებოდა და ხდება რაღაცები. Vlog-ში არის სამოტივაციო ნაწილიც. თუ გაქვთ სურვილი გამოიწერეთ ჩემი არხი რომ ნახოთ შემდეგი ეპიზოდები. ამ არხსა და Vlog-ში თქვენ გაეცნობით იმ ყველაფერს რაც ვფიქრობ გამოადგება სამედიცინო სტუდენტებს, რეზიდენტებსა და ახალგაზრდა ექიმებს წარმატების მისაღწევად და უფრო სიღრმისეულად რაღაცებში გარკვევისთვის (მედიცინა, ცხოვრება, მოტივაცია, და ასე შემდეგ). Vlog-ის არსი არის გაგიზიაროთ ყველაფერი რაც ვიცი იმისთვის რომ თქვენ გაიმარჯვოთ და შემდეგ თქვენ დაეხმაროთ სხვებს გამარჯვებაში. Win-Win! This idea drives me a lot! მინდა გჯეროდეთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი არის შესაძლებელი, მითუმეტეს თუ განზრახვა არის სწორი. ყოველთვის ვიღებ ერთ კადრში, ასე უფრო ნამდვილია, თან არც დრო არ არის ბევრი კადრების და მონტაჟის. ტექსტი არასდროს მაქვს მზად, ყოველთვის მივუყვები დინებას, just with the flow. გპირდებით იქნება მოკლე სერიებიც, ისეთი, გასართობი ხასიათის, მოგზაურობები ან რამე სხვა. თუმცა ეგ მოგვიანებით. და ბოლოს მინდა გაგეცნოთ, მე გახლავართ ედვარდ ლიმონჯიანი, პედიატრიული კარდიოქირურგიისა და გულ-ფილტვის გადანერგვის/Mechanical Circulatory Support-ის Fellow იტალიაში, ქალაქ რომში, ევროპის ყველაზე დიდ პედიატრიულ საავადმყოფოში Bambino Gesu-ში, ასევე ვარ მაგისტრანტი ბერგამოს უნივერსიტეტში. ნუ მოგერიდებათ მომწეროთ კითხვების არსებობისას, შეგიძლიათ გამოიყენოთ Facebook, Email, Instagram. Always keep going, always, and never, never, never give up! ✌️

შემდეგ ეპიზოდებში
1) Day in life. პედიატრიული კარდიოქირურგიის resident/fellow-ის ცხოვრების ერთი დღე, გულის გადანერგვის ღამე
2) ფილტვების გადანერგვის 24 საათი
3) შედარება ამერიკული და ევროპული სამედიცინო ტრეინინგისა
4) Master's degree graduation, University of Bergamo. სფიჩებს გვთხოვენ, ჩავწერ ჩემსას
5) European Association for Cardio-Thoracic Surgery EACTS meeting in Milan (October) გთხოვთ მომაწოდოთ ვლოგის იდეები, ახლა მოვიფიქრე ქირურგიული კერვისა და კვანძვის ეპიზოდი, და მსგავსი ეპიზოდები. მომიყევით ის თუ რისი დანახვა გაინტერესებთ, აუცილებლად გავითვალისწინებ. ვეცდები ეს ყველაფერი გავაზავო გასართობი სერიებით : ) როგორც ასეთი კამერასთან არასდროს მქონია შეხება, but it is fun : ) like, share, subscribe. #usmle #motivational დროებით ✌️❤️