კარდიოქირურგია - Operating Room tour

11/20/2022
Edward Limonjiani, M.D. M.Sc.-ის მიერ

Hi. ეს არის Vlog-ის მეოთხე ეპიზოდი. სამი თვის წინ ჩავწერე ეს ნაწილი. ამ ნაწილში იქნება პედიატრიული კარდიოქირურგიული საოპერაციოს ტური. ერთ საათში ცხადია არ გამოვიდოდა საფუძვლიანად გაგარკვიოთ ამ დარგის სპეციფიკაში, უფრო ზედაპირულია, თუმცა ვფიქრობ უნდა იყოს საინტერესო განსაკუთრებით მათთვის ვისაც გაინტერესებთ კარდიოქირურგია ან ზოგადად ქირურგია. გრძელი ვლოგია, არაფორმალურია, ვლოგების ჩაწერის დროს თითქოს ვწერ ჩემი მეგობრებისთვის. თუ გაქვთ სურვილი გამოიწერეთ ჩემი არხი რომ ნახოთ შემდეგი ეპიზოდები. ამ არხსა და Vlog-ში თქვენ გაეცნობით იმ ყველაფერს რაც ვფიქრობ გამოადგება სამედიცინო სტუდენტებს, რეზიდენტებსა და ახალგაზრდა ექიმებს წარმატების მისაღწევად და უფრო სიღრმისეულად რაღაცებში გარკვევისთვის (მედიცინა, ცხოვრება, მოტივაცია, და ასე შემდეგ). Vlog-ის არსი არის გაგიზიაროთ ყველაფერი რაც ვიცი იმისთვის რომ თქვენ გაიმარჯვოთ და შემდეგ თქვენ დაეხმაროთ სხვებს გამარჯვებაში. Win-Win! This idea drives me a lot! მინდა გჯეროდეთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი არის შესაძლებელი, მითუმეტეს თუ განზრახვა არის სწორი. ყოველთვის ვიღებ ერთ კადრში, ასე უფრო ნამდვილია, თან არც დრო არ არის ბევრი კადრების და მონტაჟის. ტექსტი არასდროს მაქვს მზად, ყოველთვის მივუყვები დინებას, just with the flow. გპირდებით იქნება მოკლე სერიებიც, ისეთი, გასართობი ხასიათის, მოგზაურობები ან რამე სხვა. თუმცა ეგ მოგვიანებით. და ბოლოს მინდა გაგეცნოთ, მე გახლავართ ედვარდ ლიმონჯიანი, პედიატრიული კარდიოქირურგიისა და გულ-ფილტვის გადანერგვის/Mechanical Circulatory Support-ის Fellow იტალიაში, ქალაქ რომში, ევროპის ყველაზე დიდ პედიატრიულ საავადმყოფოში Bambino Gesu-ში, ასევე ვარ მაგისტრანტი ბერგამოს უნივერსიტეტში. ნუ მოგერიდებათ მომწეროთ კითხვების არსებობისას, შეგიძლიათ გამოიყენოთ Facebook, Email, Instagram. Always keep going, always, and never, never, never give up! ✌️

შემდეგ ეპიზოდებში
1) Day in life. პედიატრიული კარდიოქირურგიის resident/fellow-ის ცხოვრების ერთი დღე, გულის გადანერგვის ღამე
2) ფილტვების გადანერგვის 24 საათი
3) შედარება ამერიკული და ევროპული სამედიცინო ტრეინინგისა
4) Master's degree graduation, University of Bergamo. სფიჩებს გვთხოვენ, ჩავწერ ჩემსას
გთხოვთ მომაწოდოთ ვლოგის იდეები, ახლა მოვიფიქრე ქირურგიული კერვისა და კვანძვის ეპიზოდი, და მსგავსი ეპიზოდები. მომიყევით ის თუ რისი დანახვა გაინტერესებთ, აუცილებლად გავითვალისწინებ. ვეცდები ეს ყველაფერი გავაზავო გასართობი სერიებით : )
like, share, subscribe
#cardiacsurgery დროებით ✌️❤️