2012 წელს „იუნისეფის“ კვლევებმა სკოლებში არსებული ძალადობის შემთხვევები შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ საქართველოში გამოკითხული ბავშვების 80%-მა ერთხელ მაინც განიცადა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა.
ბულინგი ნიშნავს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც ხორციელდება ადამიანის (ბავშვის, მოზარდის და სხვათა) მიმართ თანატოლების ან სხვა ჯგუფის მიერ მრავალჯერადად.
ბულინგის ქართულ შესატყვისებად შეიძლება ჩაითვალოს: შარიანობა, ჩხუბისთავობა, ყოჩობა… ძალადობა კი ერთი ადამიანის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებაა ერთი პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ და იგი ძირითადად ერთჯერად ხასიათს ატარებს.
თანამედროვე საზოგადოებაში ბულინგის და ძალადობის ბევრი სახეობა დამკვიდრდა, როგორებიცაა: * კიბერბულინგი; სატელევიზიო ბულინგი; ჯგუფური ძალადობა; ემოციური ბულინგი; სიტყვიერი ბულინგი; ფიზიკური ბულინგი.
ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ განსაკუთრებით საშიში კიბერკულინგია. კიბერბულინგი ნიშნავს შევიწროებას, ჩაგვრასა თუ დაშინებას ონლაინ სამყაროში.
იგი შეიძლება მოიცავდეს, როგორც უშუალო დაპირისპირებას, ისე პიროვნებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების გამოწვევის მიზნით – ჭორების გავრცელებას ან პირადი მიმოწერის/სხვა მასალების გამოქვეყნებას – დამცირებისა და სახელის გატეხვის მიზნით.
არსებობს მონაცემები, რომლის თანახმადაც მოზარდების 20 % გამხდარა კიბერბულინგის მსხვერპლი
ბულინგს და ძალადობას ჰყავს მოძალადე და მსხვერპლი. ორივე დაზარალებულია: პირველი იმიტომ, რომ შეუძლია ჩაიდინოს მიუღებელი ქცევები. ეს ნიშნავს, რომ მის ცნობიერებაში ყველაფერი წესრიგში არ არის; მეორე კი იმიტომ, რომ მას უზიანდება ფსიქიკა, პიროვნება განიცდის დეგრადაციას.
ბევრი იწერება და ბევრს საუბრობენ პრევენციაზე. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ საჭიროა კონსტრუქციული, შეთანხმებული ქმედებები, ცნობიერების ამაღლება.
სპეციალისტების აზრით ძალადობრივი ქმედების პრევენცია ეტაპობრივად პატარა ასაკიდან უნდა განხორციელდეს.
უნდა: მოხდეს პრობლემის იდენფიცირება; პრობლემის არსებობის აღიარება; პრობლემის განსაზღვრა; სამუშაო გეგმის შედგენა.
როცა მოზარდები ცდილობენ თავის დამკვიდრებას, ბევრი ირჩევს ძალადობის გზას. ხშირად მოძალადე ცდილობს ძლიერად გამოიყურებოდეს, ეუხეშება მასწავლებლებს, მშობლებს, და-ძმას და სხვას.
მას თანდათან უჩნდება შიში, რომ თვითონ გახდება ძალადობის მსხვერპლი და უფრო და უფრო აგრესიული ხდება.
მოზარდების ძალადობრივ ქმედებებს ხშირად დაბალი კლასების მოსწავლეები ხედავენ, ექცევიან გავლენის ქვეშ და იმეორებენ.
ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია პატარების ცნობიერების ამაღლება. კერძოდ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები უნდა იცნობდნენ ცნებებს: ბულინგი, ძალადობა და უნდა ასხვავებდნენ მას ბავშვური სიცელქისგან.
ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ძალადობრივი ქმედებების გამოვლენა და სიჩუმის დარღვევა.
Bullying and its effects on a child
Georgian-American School of Batumi - ის ჟურნალისტთა კლუბი #TELE_ფონი-ს ნამუშევარი.
Author: Giorgi Murvanidze.
#Bullying #არაბულინგს #დუმილიდანაშაულია #TELE_ფონი