ბავშვთა შრომა | Child labor
საქართველოს კანონმდებლობით, დასაქმებისთვის დასაშვებ ასაკად 16 წელია მიჩნეული. 16 წლამდე მოზარდებისთვის შრომითი საქმიანობის განხორციელება მეურვის თანხმობით უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ საქმიანობის სპეციფიკა და შრომითი ურთიერთობა არ ზღუდავს ბავშვის ინტერესებს და ხელს არ უშლის მის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი შრომითი ხელშეკრულების დადება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ეს სპორტულ, კულტურულ ან სარეკლამო საქმიანობას ეხება. კანონი ბავშვებისთვის შრომის ხანგრძლივობასაც არეგულირებს; 16-17 წლის არასრულწლოვანი კვირაში 36 საათზე მეტს არ უნდა მუშაობდეს, ხოლო 14-15 წლის მოზარდები კვირაში 24 საათზე მეტს. ასევე კანონი ითვალისწინებს, რომ ბავშვები ღამით არ უნდა მუშაობდნენ. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 5-დან 17 წლამდე ასაკის 577 200 ბავშვი ცხოვრობს, ხოლო მათი 4.2%, ანუ 24 ათასზე მეტი ბავშვი შრომაშია ჩართული, რაც აღიარებულია როგორც შრომა, რომელიც მათ ართმევს ბავშვობას და მავნეა ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. საქსტატის კვლევამ აჩვენა, რომ სოფლად ბავშვთა შრომის მაჩვენებელი ქალაქთან შედარებით მაღალია. ბავშვთა შრომაში ჩართული ბავშვების 84 პროცენტი სოფლად ცხოვრობს და სასოფლო–სამეურნეო დარგებშია დასაქმებული. ბავშვთა შრომის საკითხებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია იკვლევს. კვლევის მიხედვით, ბავშვთა შრომაში ჩართული ბავშვების 63.9% ანუ 16 ათასამდე ბავშვი, საფრთხის შემცველ შრომას ეწევა. მათი უმრავლესობა – 9 ათასი ბავშვი ღამის საათებში მუშაობს, 5 500 ბავშვი – სახიფათო გარემოში, ხოლო 4 700 მუშაობს სახიფათო ინსტრუმენტების, მოწყობილობებისა და მანქანა-დანადგარების გამოყენებით. საქართველოში სახიფათო შრომით დაკავებულია ბავშვთა შრომაში ჩართული ბიჭების 67.4% და გოგონების 51.4%. Child labor Around The World Is More Complicated Than You Think. Together we can End Child Labor and Forced Labor. #იცოდეკანონი #წართმეულიბავშვობა #Childlabor #ForcedLabor #Tele-ფონი Georgian-American School of Batumi - ის ჟურნალისტთა კლუბი #TELE_ფონი-ს ნამუშევარი. Author: Giorgi Murvanidze
მსგავსი ვიდეოები
ბავშვთა შრომა
გაგლო • Gaglo
ბავშვთა შრომა
Marneuli Public school N2
ბავშვთა შრომა
World Vision Georgia
ბავშვთა შრომა (მარნეული) - child labor (georgia)
oqros pepela ოქროს პეპელა
ბავშვთა შრომა / ანა არგანაშვილი / ჰეშთეგი / Hashtag
ჰეშთეგი / Hashtag
#ახალიდღე ბავშვთა შრომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
PHR - ბავშვთა შრომა და ეროვნული სტატისტიკა - TV "კავკასია" -...
Partnership For Human Rights - PHR
World Vision Georgia - ბავშვთა შრომა
World Vision Georgia