რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - „მოამბე“ ლვოვიდან
03/30/2022
მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესის მიუხედავად, უკრაინაში ცეცხლი არ წყდება.
კიევის შემოგარენში რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა შემცირდა, საოკუპაციო ძალების კონცენტრაცია ახლა ძირითადად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ხდება. მოწინააღმდეგის მთავარი სამიზნე ლუგანსკის და დონეცკის ოლქებია. საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ე.წ. შეხების ხაზთან, რომელიც უკრაინის ხელისუფლების და სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დასახლებებს ყოფს. რუსეთის შეიარაღებული ძალები მარიუპოლის, პაპასნაიას და რუბეჟნოეს აღებას ცდილობენ. ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან მოქალაქეების გაყვანის გეგმა მოლაპარაკების დროს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, თუმცა ჰუმანიტარული დერეფანი ამ დრომდე არ გახსნილა. სამხედრო აქტივობების შემცირების დაპირების მიუხედავად, გასული ღამის განმავლობაში შეტევა არ შეწყვეტილა ჩერნიგოვზე, რუსი სამხედროები განაგრძობენ ხარკოვის ბლოკირებასაც, სადაც საარტილერიო თავდასხმები საცხოვრებელ რაიონებზე ხდება. ოფიციალური კიევისთვის რუსეთის ჯარების პოზიციების ცვლილების მიზანი ცრუ წარმოდგენების შექმნაა.
„მოამბე“ განაგრძობს უკრაინის ქალაქ ლვოვში მუშაობს, სადაც პერიოდულად განგაშის სიგნალი ირთვება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.