რუსეთის საომარი მოქმედებების 27-ე დღე უკრაინაში - „მოამბე“ ლვოვიდან
„მოამბე“ უკრაინიდან. ჩვენი გადამღები ჯგუფი ლვოვში მუშაობს. ქალაქში პერიოდულად განგაშის სიგნალი ირთვება. 18 მარტის შემდეგ ლვოვში სიტუაცია შედარებით მშვიდია. ოთხი დღის წინანდელი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ქალაქი ავიაიერიშის სამიზნე აღარ გამხდარა. შედარებით უსაფრთხო ვითარების გამო ქვეყნის დასავლეთით, პოლონეთის საზღვართან მდებარე ლვოვს უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის დედაქალაქიდან, უამრავი მოქალაქე აფარებს თავს. მოწყობილია თავშესაფრებიც, რომელსაც მოსახლეობა დაბომბვის მანიშნებელი სიგნალის ჩართვისთანავე მიმართავს. ლვოვის შესასვლელში უკრაინელ სამხედროებს ბლოკ-საგუშაგოები აქვთ მოწყობილი, მოწმდება ყველა შემსვლელ-გამომსვლელი. ლვოვში იმყოფებიან ქართველებიც. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ლვოვიდან პოლონეთის დედაქალაქის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის ავტობუსების სპეციალური რეისები დაინიშნა. რატი ხვისტანი და დათო ცირიკიძე მუშაობენ უკრაინის ქალაქ ლვოვში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საომარი მოქმედებების 37-ე დღე უკრაინაში - „მოამბე“ კიევიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებები გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 83-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster