ნატო-ს გენერალური მდივნის მხარდამჭერი განცხადება
მკაფიო და საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გზავნილი ბრიუსელიდან მოსკოვის მისამართით - ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთს კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას ვერ შეაჩერებს. ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ დემოკრატიულ პროცესებზე, რის შემდეგაც ნატო-ს კარი გაიღება - ასეთი იყო იენს სტოლტენბერგის განცხადების მთავარი აქცენტი. ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარების კუთხით ოპტიმისტურია ოფიციალური თბილისის პროგნოზებიც. მით უმეტეს, ცოტა ხნის წინ გამართული საგარეო საქმეთა მინისტერიალის გათვალისწინებით, როცა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი განახლდა. განცხადებაში იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიაც და განაცხადა, რომ ის, რაც რუსეთმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გააკეთა, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე უახლოეს მომავალში იენს სტოლტენბერგთან სალომე ზურაბიშვილი იმსჯელებს. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ხვალ დაიწყება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
იენს სტოლტენბერგის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ფეიკნიუსები” და პრემიერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან
Giorgi Kvirikashvili
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მხარდამჭერი განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იენს სტოლტენბერგის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იენს სტოლტენბერგის ვიზიტი ლიეტუვაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster