იენს სტოლტენბერგის ვიზიტი ლიეტუვაში
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ნატო-ს მხარდაჭერა პარტნიორებისადმი არ არის მუქარა რუსეთისადმი და ის აძლიერებს მათ თავდაცვისუნარიანობას აგრესიისაგან. ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა ლიეტუვაში გააკეთა, სადაც ის ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ჩავიდა. თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციაზე უკრაინის საზღვრებთან. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ახსენა საქართველოც. სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ნატო და ევროკავშირი უახლოეს ხანში გააფორმებენ თანამშრომლობის ახალ ერთობლივ დეკლარაციას. პრესკონფერენცია, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ ასევე ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე. ლიეტუვის ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ბელარუსიდან მომავალ საფრთხეებზე, რომლებიც დაკავშირებულია ამ ქვეყნის საზღვრებთან შეკრებილ მიგრანტებთან. როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, ეს კრიზისი არის ჰიბრიდული თავდასხმა, რომელსაც ბელარუსის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. მან ასევე განაცხადა, რომ ლიეტუვის შეშფოთებას იწვევს ბელარუსისა და რუსეთის სამხედრო სტრუქტურებისა და დოქტრინების ინტეგრაცია, რაც მისივე თქმით, ნატო-სთვის ახალ კოლექტიური გამოწვევას წარმოადგენს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში
TV IMEDI
იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში
TV IMEDI
რა მნიშვნელობის იქნება იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლევან იზორია ნატო-ს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალს დაესწ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იენს სტოლტენბერგის პოლიტიკური გზავნილები და შეხვედრები
TV IMEDI
„მოამბე“ 12 საათზე, 25 მარტი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
#მოამბე 21 საათზე, 30 ნოემბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster