ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადება
ნატო-ს პოზიციაა, რომ რუსეთის ქმედებები თავისი მეზობლების, უკრაინისა და საქართველოს მიმართ ზედმეტად აგრესიულია, – ამის შესახებ თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, პატრიკ ტერნერმა ტალინში, „ბუქარესტის ცხრიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. როგორც ტერნერმა აღნიშნა, უცვლელია ნატო-ს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ქმედებები მისი მეზობლების მიმართ ზედმეტად აგრესიულია, თუმცა ნატო-ს პოზიცია არ არის მიმართული რუსეთის პროვოცირებისკენ, არამედ ეს არის რეალობის ადეკვატური აღწერა. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ურთიერთობები რუსეთთან ბოლო კრიზისამდე დიდი ხნით ადრე გაუარესდა და მოსკოვსა და ნატო-ს პირდაპირი დიალოგი უკვე 18 თვეა არ აქვთ. „ნატო-ში რუსეთის მისიის დახურვა და მოსკოვში ნატო-ს ოფისების დახურვა არ ნიშნავს, რომ დიალოგი ახლა დასრულდა. ჩვენ ვწუხვართ ამაზე, თუმცა კვლავ ღია ვართ დიალოგისთვის“, – აღნიშნა ტერნერმა. ტალინში, „ბუქარესტის ცხრიანის“ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი. მისი თქმით, შეხვედრაზე ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, ასევე საქართველოსა და უკრაინასთან ნატო-ს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. „ძალიან სასარგებლო იყო მინისტრებისგან რუსეთთან მათი მუშაობის გამოცდილების მოსმენა. დღევანდელი მოლაპარაკებების ძირითადი მომენტი ჩემთვის იყო ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისადმი მინისტრების მტკიცე მხარდაჭერის და იმის მოსმენა, თუ როგორ შეუძლია ნატო-ს უკრაინასთან და საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება“, – განაცხადა დონფრიდმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან
Giorgi Kvirikashvili
ალექსანდრ ვერშბოუს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინტერვიუ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როუზ გოტმიოლერიმ სანაპირო დაცვის ხომალდები დაათვალიერა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარე წლის ოქტომბერში გ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster