შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე და კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს მზაობა – ხელი შეუწყოს საქართველოში რეფორმების განხორციელებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომ გაძლიერებას. ხაზი გაესვა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის მიღების მნიშვნელობას, რომლის თანახმად საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რაც მას საბოლოო წევრობისთვის მოამზადებს. აღნიშნული დოკუმენტი ალიანსის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის ძლიერი დემონსტრირებაა. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, ნატო აგრძელებს საქართველოს, როგორც განსაკუთრებული ასპირანტი ქვეყნის, მხარდაჭერას. მისივე თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/eb42a
Giorgi Kvirikashvili-ის სხვა ვიდეოები
05:10
„დროის კაფსულის“ ჩადების საზეიმო ცერემონია
11:45
პრემიერ-მინისტრის და ევროკომისრების ერთობლივი განც...
01:20
მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მი...
01:49
ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ს...
05:39
,,სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტი...
22:47
პრემიერის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლე...
00:51
მცხეთის კულტურის ცენტრის გახნის ცერემონია
05:00
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ფორუმს დაესწრო
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან
თავდაცვის სამინისტრო
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინტერვიუ ჰერმან საბოსთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთა...
Irakli Garibashvili
შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთა...
Georgian Government
შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან 31.03.2015
Tv Dia
პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ნატო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster