ენმ: ვიწყებთ ივანიშვილის რეჟიმისგან დაზარალებულების განცხადებების მიღებას

30.05.2018 01:10

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერმა მურთაზ ზოდელავამ პარტიის ზუგდიდის ოფისში ბრიფინგი გამართა. მან ჟურნალისტებს ენმ-ის ახალი პროგრამა სახელწოდებით „ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ“ გააცნო. ზოდელავას თქმით, აღნიშნული პროგრამა ყველა იმ პირის იდენტიფიცირებასა და დახმარებას ითვალისწინებს, ვინც ივანიშვილის მმართველობის პერიოდში სხვადასხვა მიზეზით თავს დაზარალებულად მიიჩნევს. „ჩვენი პროგრამა ეხება ყველა სოციალურად დაუცველ პირსს, ვისაც დახმარება უკანონო მოუხსნეს, ვინც სამსახურიდან ასევე უკანონოდ გააავისუფლეს ან უმძიმესი საბანკო წნეხის ქვეშ მოაქციეს. ჩვენი მიზანია, გვერდში დავუდგეთ ყველას, მიუხედავად პოლიტიკური შეხედეულებებისა, რადგან ეს არის ხალხის მიერ დაკვეთილი პროგრამა“, - აღნიშნა ზოდელავამ. მისივე თქმით, შემოსულ წერილს შეისწავლიან, რის შემდეგადაც თითოეულ განმცხადებელს პრობლემების მოგვარების საგარანტიო სერთიფიკატი გადაეცემა, რომელსაც ხელს მიხეილ სააკაშვილის აწერს.„როგორც კი ხალხი ისევ გამოუცხადებს ნდობას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მაშინვე დაიწყება მათი ამ პრობლემების მოგვარება, როგორც პერსონალურად, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, იქნება საკანონმდებლო ცვლილებებიც. რაც შეეხება თანხას, ისინი მიიღებენ კომპენსაციას, რომელიც სპეციალური ფონდიდან გაიცემა. თავად ფონდი კი ნაწილობრივ სახელმწიფო სახსრებით, ნაწილობრივ კორუმპირებული ჩინოვნიკების უკანონოდ მოპოვებული ფინანსებით შევსება, მათ შორის საუბარია ივანიშვილზე“, - დასძინა მურთაზ ზოდელევამ. პარტიაში ამბობენ, რომ მათი ახალი პროგრამის განხორციელება მთელი საქართველოს მასშტაბით დღეიდან დაიწყება. მათივე ცნობით, სამეგრელოში მცხოვრებ მოქალაქეებს განცხადებების წარდგენა ზუგდიდის, სენაკისა და მარტვილის რეგიონულ ოფისებში შეეძლებათ, ხოლო ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზისა და სოციალური ქსელის საშუალებით. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ენმ: \"ქართული ოცნება\" ამომრჩეველზე ზეწოლას თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მეშვეობით აპირებს

ენმ: "ქართული ოცნება" ამომრჩეველზე ზეწოლას თავდაცვის სამინის...

Radio Atinati

„ენმ“ ქობალიას ქუჩისთვის სახელის გადარქმევას პოლიტიკურ ქმედებას უწოდებს

„ენმ“ ქობალიას ქუჩისთვის სახელის გადარქმევას პოლიტიკურ ქმედე...

Radio Atinati

ენმ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრას არ დაესწრება | რაზე იმსჯელეს პოლიტსაბჭოზე

ენმ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრას არ დაესწრ...

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

ენმ-სა და \"სტრატეგია აღმაშენებლის\" ლიდერები ქუთაისში მოქალაქეებს შეხვდნენ

ენმ-სა და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები ქუთაისში მოქალაქ...

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

ენმ-ის ბრიფინგი კახეთში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე

ენმ-ის ბრიფინგი კახეთში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

ენმ-ს ლიდერები ზუგდიდის პოლიციის უფროსს შეხვდნენ
03:53

ენმ-ს ლიდერები ზუგდიდის პოლიციის უფროსს შეხვდნენ

Radio Atinati

ანა წითლიძე: კახათში „კარუსელის“ მცდელობა იყო
01:14

ანა წითლიძე: კახათში „კარუსელის“ მცდელობა იყო

Radio Atinati

ენმ გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში მასწავლებლებს ხელფასების ზრდას ჰპირდება
01:52

ენმ გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში მასწავლებლებს ხელფასები...

netgazeti ge

ყველა ვიდეო