ნაძვის ხეები, ანგელოზები, ირმები, თოვლის ბაბუები, რუდი, გოჭები - ეს იმ საახალწლო ნაკეთობების ნაწილია, რომლებსაც ზუგდიდელი მადონა ჯაბუა, ციცინო შენგელია და მალო კოტუა ამზადებენ. სამი სხვადასხვა პროფესიის ქალმა საყვარელი საქმიანობა ბიზნესად აქცია და საკუთარ ნამუშევრებს უკვე ყიდის. განსაკუთრებულად მათ ნამუშევრებზე მოთხოვნა დღესასწაულებზე იზრდება, როცა სახლებისა და ნაძვის ხეების გასალამაზებლად თუ საჩუქრებისთვის მათ უფრო ხშირად მიმართავენ.
პროფესიით ფილოლოგმა მადონა ჯაბუამ, რომელიც ამჟამად ზუგდიდის თეატრში მუშაობს, ამ საქმიანობას ბავშვობიდან მიჰყო ხელი, თუმცა შეკვეთებზე, დაახლოებით, ორი წელია, მუშაობს. შესაბამისი კურსების გავლის შემდეგ დარწმუნდა, რომ შეეძლო საქმეს უფრო სერიოზულად მოკიდებოდა და მომავალში მეგობრებთან ერთად სოციალური საწარმოს გახსნასაც გეგმავს.
„სხვათა შორის, უმეტესობა, რასაც აქ ხედავთ, გამოუსადეგარი ნარჭრებისგან და ნივთებბისგან არის გაკეთებული. ვცდილობ, არაფერი გადაგავაგდო. ხანდახან, მასალას მეგობრები მაძლევენ. ყველაზე მეტად მიყვარს ეს ანგელოზები, ძალიან თბილები და ლამაზები არიან. ხან მოვხატავ, ხანაც ჩავაცვამ რამეს და ასე“, - გვიყვება მადონა ჯაბუა.
თითქმის, ორი წელია ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს სამოქალაქო აქტივისტი და არასამთავრო ორგანიაცია „სამოქალაქო ატივიზმისა და სამოქალაქო თანასწორობის ცენტრის“ თავმჯდომარე ციცინო შენგელია. გვიყვება, რომ „ციცის სახელოსნოში“ საახალწლო ნივთები განსაკუთრებული ემოციით იქმნება. წელს გამორჩეულად პოპულარული სათამაშო გოჭებია, რადგან 2019 წელი სწორედ ღორის წელია.
„ძალიან პოპულარულია ყველა ასაკის ადამიანში ეს ხელნაკეთი ნივთები. აი, მაგალითად, საახალწლო ფაზლები, სხვადასხვა თემატიკის. უფრო ჩემი ფანტაზიით ვმუშაობ და აქ დამზადებული ყველა ნივთი ერთმანეთისგან განსხვავდება“, - გვითხრა ციცინომ.
სამედიცინოზე და შემდეგ საბანკო საქმეზე სწავლის შემდეგ მალო კოტუა ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ძირითადი საქმიანობა ხელნაკეთი ნივთების დამზადება იქნებოდა. ახლა ამბობს, რომ ამ საქმის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია და საახალწლოდ სასაჩუქრე ჭიქებსა და სათამაშოებს ხალისით ამზადებს. მასთან ერთად პატარა სახელოსნო ოთახში მისი შვილი, 3 წლის ემილიც „მუშაობს“.
„ეს არის ჩემი არა ჰობი, არამედ, უკვე პროფესიაც... ეს მანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას. თან, ძალიან აქტიურად ჩუქნიან ადამიანები ერთმანეეთს ჩემს დამზადებულ ჭიქებს, ბურთულებს, ჩანთებს. ამჟამად, ძალიან მოთხოვნადია „რუდი“, სანტას დამხმარე და მისი ძერწვა უფრო ხშირად მიწევს“, - ამბობს მალო.
განსხვავებული პროფესიისა და ასაკის სამი ზუგდიდელი შემოქმედი, რომელთათვის ხელსაქმე შემოსავლის წყაროდაც იქცა, ამბობს, რომ ხელნაკეთი ნივთები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მომავალში კი, თითოეული მათგანი საქმის გაფართოებაზე და გამრავალფეროვნებაზე ფიქრობს. ახლა კი საახალწლო ნაკეთობების დათვალიერება და შეძენა მსურველებს მათი ფეისბუქგვერდების საშუალებითაც შეუძლიათ.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: / atinati1059
Instagram: / radioatinati1059fm