მალო კოტუას სახელოსნო

11/28/2020
Radio Atinati-ის მიერ

საახალწლო სათამაშოები, დეკორაციები, სამკაულები - \"მალოს ხელნაკეთი სუვენირების\" სახელოსნოშიც დიდი ხანია სადღესასწაულო ფუსფუსია. ოსტატი შეკვეთებს 5 წლის შვილთან ერთად ამზადებს. ემილი \"სამსახურს\" გაორმაგებული პასუხისმგებლობით ეკიდება.

\"ჩვენთვის, რეგიონის მეწარმებიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წლების განმავლობაში დიდი შრომის შედეგად შენარჩუნებულმა ჩვენმა საქმიანობამ, სახელოსნოებმა არსებობა გააგრძელონ ამ პანდემიის დროს. ეს მაშინ როცა ერთადერთი შემოსავლის წყარო სწორედაც რომ ჩვენს მიერ შექმნილი ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხაა. ძალიან სწორი არის ციცის წამოწყება, რომ ადგილობრივმა საჯარო სექტორმა, ასევე ბანკებმა და სხვადახხვა ორგანიზაციებმა სწორედ ჩვენივე რეგიონში დამზადებული ნივთებით გაუკეთონ ერთმანეთს საჩუქრები. მე პირადად რამოდენიმე მაღაზიაში ვყიდდი პანდემიამდე malo handmade-ის პროდუქციას, თუმცა კოვიდის გამო აქსესუარების არცერთი მაღაზია ნორმალურად არ ფუნქციონირებს. ამიტომაც დამოკიდებული ვართ მხოლოდ ონლაინ გაყიდვებზე. თუ ერთმანეთის გვერდით დავდგებით ასეთ რთულ პერიოდში, მჯერა, ესეც გადაივლის და ფეხზე მყარად ვიდგებით\", - მიიჩნევს მალო კოტუა.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში, მათ შორის კი ზუგდიდშიც სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტა ყველა სავაჭრო ობიექტი. თვითდასაქმებული მოქალაქეები სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ. გარდა ამისა, მთავრობა მათ საბანკო სესხების გადავადებაში დაეხმარება.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან