თანასწორობა და სამართლიანობა წინასაარჩევნო შეხვედრა

06/12/2014
Tamara Karelidze-ის მიერ

გენდერული თანასწორობის ქსელმა სასტუმრო თბილისი მარიოტში, საარჩევნო თემასთან დაკავშირებით, მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს წინასაარჩევნო პერიოდის გენდერული ანალიზის შედეგების გაცნობა წარმოადგენდა.
შეხვედრებზე, რომლებიც ათ რეგიონში გაიმართა, სხვადასხვა ტიპის პრობლემები გამოიკვეთა. მათ შორისა დასაქმების, მიგრაციის, საბავშვო ბაღების პრობლემა. ფორუმზე საარჩევნო პროცესში ქალთა წარმომადგენლობაზეც გაკეტდა პრეზენტაცია.
შეხვედრას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ხათუნა გოგორიშვილი აღნიშნავს, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მაქსიმალურად დაიცვა სიებში გენდერული ბალანსი, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით თავად ქალების მხრიდან დაალი აქტივობა იყო. ფრაქცია \"ქართული ოცნების\" თავმჯდომარე კი პროცესში ხელოვნურ ჩარებას მიზანსეუწონლად მიიჩნევს.
შეხვედრას არჩევნებში მონაწილე კანდიდატებიც ესწრებოდნენ. ღონსიძიება, დაახლოებით, ორ საათს გაგრძელდა. ის პროექტ \"გენდერული სამართლიანობა პოლიტიკურ პროცესებში\" ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც გენდერული თანასწორობის ქსელი, საარჩევნო სისტემების რეფორმებისა და განვითარების ცენტრის მიერ ახორციელებს.
@vasasi | http://fb.com/vasasisblog
http://www.vasassi.com/