\"ჰამასი\" აცხადებს - ისრაელის დაბომბვას გააგრძელებს ექვსი თვე
ისრაელისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მიზნით, \"ჰამასი\" აპირებს დაბომბვა გააგრძელოს ნახევარი წლის განმავლობაში. ამის შესახებ განაცხადა \"ჰამასის\" სამხედრო ფრთის წარმომადგენელმა აბუ უბაიდმა: \"ჩვენ მზად ვართ თელ-ავივს მივაყენოთ სარაკეტო დარტყმები ექვსი თვის განმავლობაში.\"
პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მომხდარ შეტაკებებს 11 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქალაქ კაფრ კანაში, სადაც ისლამური მოძრაობის ლიდერის მოადგილე კამალ ხატიბი დააკავეს, სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს და ცეცხლი გაუხსნეს.
ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორზე ავიაიერიშები განაახლა, რასაც “ჰამასმა” ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმებით უპასუხა. პალესტინის რელიგიური საკითხების სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის თვითმფრინავებმა მეჩეთი გაანადგურეს.
ამასთან, სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, ისრაელმა დღეს დილით იერიში ღაზაში, „შათის“ ლტოლვილთა ბანაკთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სახლზე მიიტანა, რის შედეგადაც სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა.
პალესტინელების მტკიცებით, თავდასხმის შესახებ მათ გაფრთხილება არ მიუღიათ. ამასთან, ისრაელი აცხადებს, რომ ქალაქების აშკელონისა და აშდოდის წინააღმდეგ ღაზადან სარაკეტო თავდასხმები დღეს დილიდან ხორციელდება.
ღაზაში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა, სადაც Associated Press -ის და Al Jazeera-ს ოფისები მდებარეობდა. მედიის ინფორმაციით, შენობაში თავდასხმამდე ევაკუაცია განხორციელდა, ვინაიდან მეპატრონემ ისრაელისგან გამაფრთხილებელი შეტყობინება მიიღო. მედიასაშუალებების გარდა შენობაში სხვა ოფისები და კერძო საცხოვრებელი ბინებიც იყო განთავსებული.
ეგვიპტემ ღაზას სექტორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 10 მანქანა გააგზავნა, რომლითაც ისრაელის ავიაიერიშის შედეგად დაშავებულებს ეგვიპტის საავადმყოფოებში სამკურნალოდ გადაიყვანენ. სასწრაფო დახმარების მანქანები ღაზაში რაფაჰის გადასასვლელთან შევიდნენ, რომელიც რამადანის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი დღით დაკეტილია და ორშაბათიდან გაიხსნება.
აშშ-ის წარმომადგენელი თელ-ავივში სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებისთვის ჩავიდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის მიზნით პალესტინისა და ისრაელის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჰადი ამრი მონაწილეობას მიიღებს მოლაპარაკებებში ისრაელთან, პალესტინასთან და გაერო-ს მაღალჩინოსნებთან.
ირანის საგარეო მინისტრმა ავსტრიაში ვიზიტი ქვეყნის სამთავრობო შენობებზე ისრაელის დროშების აფრიალების გამო გააუქმა.
შეიარაღებული კონფრონტაციის მზარდი ესკალაციას შედეგად ღაზას სექტორში მსხვერპლის რაოდენობა 139-მდე, ისრაელში კი 9-მდე გაიზარდა. ისრაელში კი ბოლო მსხვერპლი 50 წლის მამაკაცია, რომელიც ღაზადან თელ-ავივის გარეუბან რამათ-განზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ისრაელში, საერთო ჯამში, 9 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია დაღუპული.
სამწუხაროდ, კონფლიქტის მასშტაბები ჯერჯერობით ფართოვდება, რასაც თან ახლავს ადამიანთა მსხვერპლი.
ასევე იხილეთ: • ცაჰალმა ავიადაბომბვის კადრები გაასაჯა...
#კონფლიქტი #ისრაელიპალესტინა #ჰიბრიდულიომი #საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна
#ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili
#საინფორმაციოომებიდასაზოგადოება