#მოამბე 21 საათზე, 15 ნოემბერი, 2023 #LIVE

15.11.2023 01:02:40

• სახელმწიფო უწყებებისგან თავისუფალ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაფინანსების წესი ეცვლება - არხის მენეჯმენტი ქვეყნის მთავარი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის რისკზე საუბრობს, ევროპის მაუწყებელთა კავშირი კი ტელევიზიის საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევის საფრთხეს ხედავს და შეშფოთებას გამოთქვამს; „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ინიციატივა და კანონპროექტის დეტალები, რომელსაც ოპოზიციის მხარდაჭერა აქვს • საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დახურულია - „ქართული ოცნება“ 5%-იან საარჩევნო ბარიერს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური რისკების დამაბალანსებლად მიიჩნევს და პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აღარ განიხილავს; ბარიერის დაწევის მოთხოვნა, მმართველი გუნდის პასუხი და პოლიტიკური შეფასებები • ქართულ სამედიცინო ისტორიაში პირველად, აქონდროპლაზიით დაავადებულ ოთხ ბავშვს „ვოზორიტიდის“ პირველი დოზა გაუკეთდა - ინექციის პროცესმა გვერდითი მოვლენების გარეშე ჩაიარა; ბენეფიციარები დღევანდელ დღეს ორმაგ გამარჯვებას უწოდებენ • საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში, ისრაელის ოპერაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ და საერთაშორისო საზოგადოების მწვავე განცხადებები - „წითელი ჯვარი“ და გაერო ალ-შიფას საავადმყოფოში ისრაელის სამხედრო ქმედებებს გმობენ, თეთრი სახლი კი აცხადებს, რომ „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ღაზის უმსხვილეს ჰოსპიტალში იარაღს ინახავენ და სამეთაურო ცენტრს იქიდან მართავენ ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: