საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“

04/17/2022
TV IMEDI-ის მიერ

▪„უკრაინაში თბილი და მეგობრული ვიზიტი გვქონდა - ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის გასაგებია, რომ ჩვენ განსხვავებულ მდგომარეობაში, მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ვართ“
▪„პარლამენტების მიმართ რუსლან სტეფანჩუკის მოწოდების შემდეგ, საქართველოს დელეგაცია გახლდათ მეორე დელეგაცია უკრაინაში - შევთანხმდით, რომ წინ უნდა გავიხედოთ, მომავალს შევხედოთ და სამომავლოდ, ინფორმაციები ერთმანეთთან გადავამოწმოთ“
▪„ვიზიტის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხსენებაც არ ყოფილა“
▪„​პროაქტიული კომუნიკაცია უნდა გვქონდეს ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, დეზინფორმაცია ადვილად პოულობს ნიადაგს, განსაკუთრებით - კრიზისულ სიტუაციებში, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც რამდენჯერმე ებრძოდა რუსეთს და ბრალდებების მიმართ მგრძნობიარე ვართ“
▪შალვა პაპუაშვილი გიორგი მარგველაშვილზე: ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე ხვდებიან, მარტივად კარგავენ სახელმწიფოს აღქმას - როგორც მოქალაქე, იმედგაცრუებული ვარ
▪შალვა პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მას შემდეგ, რაც ნახეს, ქართველი დელეგაციის მიმართ რამდენად თბილი და გამორჩეული დახვედრა იყო უკრაინაში, სურთ, ამ ვიზიტის დაკნინება
▪საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“

ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed...
ტელეკომპანია \"იმედის\" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial  

© Teleimedi LLC 2022