"ტყის ძმების" ყოფილი მეთაური: ღმერთმა დამიფაროს პოლიტიკაში მოსვლა

06/10/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში ენგურ-ქაღალდ კომბინატში, კულტურის სახლის შენობის წინ საზოგადოებრივი დარბაზის \"აფხაზეთი\" დაფუძნებასთან დაკავშირებით შეხვეშრა მიმდინარეობს, რომელსაც \"ტყის ძმების\" ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით შენგელიაც ესწრება. მისი თქმით, ის საზოგადოებრივი დარბაზის რიგითი წევრია და სხვებთან ერთად დევნილების პრობლემების გადაჭრის გზებზე იმუშავებს.

,,ღმერთმა დამიფაროს პოლიტიკაში მოსვლა. მოგეხსენებათ, რომ 25 წელი გავიდა მას მერე რაც დევნილობაში ვიმყოფებით. ხალხი არის გაჭირვებულ მდგოამრეობაში, უმრავლესობას არ აქვს სახლი... ამის გარდა, 45 ლარიანი შემწეობა გვეძელვა, როცა საარსებო წყარო არის 168 ლარი. ცოდვაა ეს ხალხი და მინდა, რომ მათ შემწეობა გაეზარდოს. მე არ ვარ ამ საზოგადოებრივი დარბაზის დამფუძნებელი, ერთ-ერთი წევრი ვიქნები \", - თქვა დავით შენგელიამ.



დღეს დევნილებმა ზუგდიდში საზოგადოებრივი დარბაზი \"აფხაზეთი\" დააფუძნეს. მისი წევრების თქმით, მათი მიზანია დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეხვედრას იძულებით გადაადგილებული პირები, საზოგადოებრივი დარბაზის დაფუძნებლები და მისი წევრები დაესწრნენ.

Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან