რა არის DCFTA - შეხვედრა ადგილობრივ მეწარმეებთან ზუგდიდში

06/23/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის ტექნოპარკში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე საქართველოს ეკომონომიკის მინისტრისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს DCFTA-ს ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები გააცნეს. ამასთან, მთავრობის წარმომადგენლებმა შეკრებილებს DCFTA-ის გამოწვევებისა და პერსპექტივების, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) მოთხოვნებისა და აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხების შესახებ ესაუბრნენ.

შეხვედრაზე მეწარმეებმა შეკითხვებიც დასვეს, მათ შორის, თხილის მოსავლის კუთხით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითაც. აბაშის რაიონის სოფელ მარანის მკვიდრის მარიკა კანეიშვილის თქმით, თხილის მოსავლის 90 % განადგურებულია, გარდა ამისა, მისივე შეფასებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა დაგვიანებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ განაცხადა, რომ ისინი ამერიკელ მეცნიერებზე დაყრდნობით მუშაობდნენ და წელს მიღებული გამოცდილება მომავალში შესაბამისი მეთოდების დანერგვასა და ეფექტურად გამოყენებაში დაეხმარებათ.

აღნიშნული შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ევროპული პროექტის - „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ფარგლებში გაიმართა.



რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან