კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი ავსტრიასთან
10 სექტემბერს, ვენაში, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და იოსეფ ოსტერმაიერი - ავსტრიის რესპუბლიკის ხელოვნების, კულტურის, საკონსტიტუციო და მედიის საკითხებში ფედერალური მინისტრი, ორ ქვეყანას შორის, კულტურის სფეროში, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. „ურთიერთგაგების მემორანდუმი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცელარიასა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის ხელოვნებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების განხორციელებას მუზეუმების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა თუ კულტურის სხვადასხვა სფეროს განვითარების მიმართულებით. გარდა ამისა, ავსტრიის მხარე ქართულ მხარეს დაეხმარება კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესში. მემორანდუმის საფუძველზე, ავსტრია საქართველოს პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებასაც გაუზიარებს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა შეხვედრა კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
თანამშრომლობის მემორანდუმი სომხეთის კულტურის სამინისტროსთან
culturegovge culturegovge
მემორანდუმი
culturegovge culturegovge
მემორანდუმი კულტურის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაც...
culturegovge culturegovge
პირველი არხის საჩუქარი მოლდოვის საზოგადოებრივ მაუწყებელს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პირველი არხის საჩუქარი მოლდოვის საზოგადოებრივ მა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩინელი აკრობატების დასის წარმოდგენა ბათუმში
culturegovge culturegovge
ჩინელი აკრობატების დასის წარმოდგენა ბათუმში
culturegovge culturegovge
თანამშრომლობის მემორანდუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster