მემორანდუმი

03/12/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, დანაშაულის პრევენციისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის ფარგლებში, განისაზღვრა სამინისტროებს შორის ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელება ხელს შეუწყობს რისკ-ფაქტორებისა და საჭიროებების მიხედვით გამოვლენილი მსჯავრდებულებისთვის თვითრეალიზაციის რეალური პერსპექტივის შექმნას.

მემორანდუმით გათვალისწინებულია ხელოვნების ნიჭით დაჯილდოვებულ მსჯავრდებულთა დახმარება, მათთვის სპექტაკლებისა და კონცერტების ორგანიზება, კულტურის სფეროში მოღვაწე გამოჩენილ პიროვნებებთან შეხვედრების მოწყობა, აგრეთვე ახალგაზრდა პრობაციონერებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ადგილებში ექსკურსიების ჩატარება და სხვა.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან