ჩინელი აკრობატების დასის წარმოდგენა ბათუმში

07/09/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

8 ივლისს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში (მის. ოდისეი დიმიტრიადის N1) ჩინელ აკრობატთა დასის „Tianjin Beauty Arts Troupe“ წარმოდგენა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.
58 არტისტისგან დაკომპლექტებულმა დასმა მრავალფეროვანი რეპერტუარით წარადგინა ჩინური კულტურა, მათ შორის აკრობატული ნომრები, ჩინური ცეკვა და სიმღერა, ასევე კუნგფუს წარმოდგენა.
ღონისძიება ჩატარდა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. 2015 წლის ნოემბერში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის გაფორმდა ოქმი, რომელიც 2016-2019 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.
ღონისძიება განხორციელდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ჩინეთის ხელოვნებისა და გასართობ ღონისძიებათა ჯგუფის, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრისა და თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით.



http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან