ჩინელი აკრობატების დასის წარმოდგენა ბათუმში
8 ივლისს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში (მის. ოდისეი დიმიტრიადის N1) ჩინელ აკრობატთა დასის „Tianjin Beauty Arts Troupe“ წარმოდგენა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა. 58 არტისტისგან დაკომპლექტებულმა დასმა მრავალფეროვანი რეპერტუარით წარადგინა ჩინური კულტურა, მათ შორის აკრობატული ნომრები, ჩინური ცეკვა და სიმღერა, ასევე კუნგფუს წარმოდგენა. ღონისძიება ჩატარდა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. 2015 წლის ნოემბერში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის გაფორმდა ოქმი, რომელიც 2016-2019 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. ღონისძიება განხორციელდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ჩინეთის ხელოვნებისა და გასართობ ღონისძიებათა ჯგუფის, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრისა და თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
ჩინელი აკრობატების დასის წარმოდგენა ბათუმში
culturegovge culturegovge
ჩინელი ინვესტორები ხის გადამამუშავებელი ქარხნების საქართველო...
PalitraNews
სწავლის მეთოდი
კაცები clips
ჩინელი წყვილი 54 წელია გამოქვაბულში ცხოვრობს
PalitraNews
Files39.com - ჩინელი მეგობრების საუბარი
Files39.com
"ჩინელი არმატურით გამოეკიდა ქართველს"
news dailypress
ჩინელი არტისტების გამოფენა ეროვნულ გალერეაში
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
ჩინელი ჟურნალისტების ტური საქართველოში
ღვინის ეროვნული სააგენტო