რუსთავში #2 საჯარო სკოლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.


15 დეკემბერს, რუსთავის #2 საჯარო სკოლაში, 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოში, შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა, მოეწყო თემატური პრეზენტაცია, სადაც გაიხსენეს სკოლის დაარსებიდან დღემდე მნიშვნელოვანი თარიღები, პერსონები და მიღწევები, შესრულდა საკონცერტო ნომრები.

ღონისძიებას რუსთველი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე (გამრეკელი), ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
#ქვემოქართლი2018
#რუსთავი2018
#განათლება2018
#ღონისძიებები2018

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან