სარვამარტო ღონისძიებები რუსთავსა და გარდაბანში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, რუსთავში მცხოვრებ წარმატებულ პედაგოგებსა და საერთაშორისო სამხატვრო კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს, 8 მარტი მიულოცა და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა. შოთა რეხვიაშვილი, ქალაქის მერთან ერთად, პირადად იმყოფებოდა ვიქტორია ლებედევასთან, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია რუსთაველ ახალგაზრდებს მხატვრულ აკრობატიკას ასწავლის. ასევე იმყოფებოდა მე-11 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგთან, ლედი კიწმარიშვილთან, რომელიც პროფესიულ საქმიანობას 2 წელია ეწევა და უკვე უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეა. მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელს, დარეჯან ნოზაძესა და მის წარმატებულ მოსწავლეებს, დაკო ქავთარაძეს, ლილი ლაჩაშვილსა და ბარბარე ვარამაშვილს, რომლებმაც გერმანიის გარემოს დაცვითი კავშირის მიერ ორგანიზებულ კონკურსში საპრიზო ადგილები მოიპოვეს. სამხატვრო სალონში სტუმრობისას სახელმწიფო რწმუნებულმა, პატარა მხატვრებთან ერთად, სამახსოვრო ნამუშევარი შექმნა. დღესვე, შოთა რეხვიაშვილი თემატურ ღონისძიებას დაესწრო გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც, სადაც, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ღვაწლმოსილ და დამსახურებულ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა. #ქვემოქართლი2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
სარვამარტო ღონისძიებები რუსთავში 08 -03- 2018
TV4. ge
სარვამარტო სტატისტიკა
დილა მესამეზე
სარვამარტო კონცერტი კულტურისა და შემოქმედების ცენტრში
shota pheradze
სარვამარტო ღონისძიება თელავში
ტელეკომპანია თანამგზავრი
სარვამარტო ღონისძიება წალენჯიხის ცენტრალურ ჰოსპიტალში. 8.03....
წალენჯიხის ტელევიზია / TV JIKHA
სარვამარტო გამოფენები რუსთავში
RUSTAVI.GOV.GE
სარვამარტო მილოცვა დმანისის N2 საჯარო სკოლიდან
ეტალონი განათლება
სარვამარტო ღონისძიება.
lela goginashvili