სარვამარტო ღონისძიება თელავში

07.03.2014 01:12

დღეს ნიკო სულხანიშვილის სახელობის თელავის მუსიკალურ სასწავლებელში დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას თელავის ბაგა-ბაღების აღსაზრდელები იღებდნენ. კონცერტზე წარმოდგენილი იყო მუსიკალური და საცეკვაო ნომრები. ღონისძიებას, რომელიც თელავის გამგეობის, კულტურის და განათლების სამსახურის ინიციატივით ჩატარდა, მუნიციპალიტეტის გამგებელი - გივი მეტრეველი, კულტურის სამსახურის უფროსი - ფიქრია ყუშიტაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/MUGO3O

გაზიარება: