„განავითარე შენი რეგიონის“ შემაჯამებელი შეხვედრა რუსთავში

16.05.2018 01:21

✅16 მაისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, ზაურ დარგალი, რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, ადგილობრივი საკრებულოს წარმომადგენლები და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, პროექტის „განავითარე შენი რეგიონის“ შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრნენ. ✅ღონისძიების ფარგლებში რუსთავის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა ქალაქის განვითარების თემაზე შემუშავებული პრეზენტაციები წარმოადგინეს, რომლებიც ძირითადად, ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებს შეეხებოდა. ✅ აღსანიშნავია, რომ პროექტი ,,განავითარე შენი რეგიონი“ „საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა“ და „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყნის მასშტაბით, ხორციელდება. #ქვემოქართლი2018 #რუსთავი2018 #განათლება2018 #გუბერნია2018 #ახალგაზრდები2018

გაზიარება: