ორეოს ჩიზქეიქი | შეფი ლუკა ნაჭყებია
აზრზე არ ვართ, ასეთი სიუჟეტი რატომ უნდა წარმოიდგინოთ, მაგრამ ჩვენმა ქოფირაითერმა ასე დაგვიწერა და. 🤷♂️ ხოდა წარმოიდგინეთ, ჩიზქეიქი გინდათ, მაგრამ ინგრედიენტები არ გაქვთ, მხოლოდ ბევრი ორეოა სახლში.. არაა პრობლემა, ‘მე ამისგან გავაკეთებ...’ უფრო სწორად, ლუკას დავუძახებთ ახლავე და ის ორეოსგან გააკეთებს ჩიზქეიქს! 👨🍳 ისე, Youtube-ზეც თუ გამოგვყვებით, არც ეგ იქნება პრობლემა. 🤗 გამოგვყევი: instagram: / facebook: / chef.cave tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave? #დესერტი #ტკბილი #ორეო #ჩიზქეიქი #შეფქეივი -------------------------------------------------------------- პირველ რიგში, ორეოები განვაცალკევოთ: ორცხობილა და თეთრი შოკოლადი ცალ-ცალკე. დაგვჭირდება 150 გრამი გულსართი და 300 გრამი ორცხობილა. შემდეგ, ორცხობილები დავამტვრიოთ და 150 გრამი კარაქი გავალღვოთ. ქვასანაყში ჩავჭყლიტოთ: ნახევარი დარიჩინი და 35 გრამი შაქარი. გავაერთგვაროვნოთ და ჩავცრათ ორცხობილის მასაში. ორეოს გულსართიან მასას დავამატოთ მასკარპონეს კრემი(200 გრამი) და კარგად ამოვურიოთ, შემდეგ - 300 გრამი ორგანული კრემყველი და ამასაც ამოვურიოთ. დავუმატოთ 20-30 გრამი შავი შოკოლადი. შემდეგ, 400 გრამი ნაღები ამოვიყვანოთ ბლენდერით. ამოყვანილი ნაღები კი, კრემის მასასთან ნელნელა გადავურიოთ. ამასობაში, წყალში 7.5 გრამი ჟელატინი დავალბოთ, გავალღვოთ ნელ ცეცხლზე და დავუმატოთ კრემს... შენდეგ, გამღვალი კარაქი მოვასხათ ორცხობილას და ამოვურიოთ. გადავიდეთ ჩიზქეიქის აწყობაზე: სპეციალურ ფორმაში, ძირზე დავაყაროთ ორცხობილის მასა და დავპრესოთ... კრემი გადმოვიტანოთ მასაში და გადავანაწილოთ და დეკორაციისთვის მოვაყაროთ ზემოდან ორცხობილები. ორთქლზე გავალღვოთ თეთრი შოკოლადი და ჩიზქეიქს ზემოდან მოვასხათ. ჩიზქეიქს გადავაკრათ პლასტიკი და 3 საათით მაცივარში დავასვენოთ. სულ ესაა! გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები!
მსგავსი ვიდეოები
ორეოს ჩიზქეიქი ცხობის გარეშე
Europroduct
ბეზეს ჰაეროვანი დესერტი - Bezes Haerovani Deserti, Безе
Apolines cuisine
ორეოს მაფინი - Oreo Muffins
Mommy's Little Sous-Chef
ორეოს ჩელენჯი 🍪 ძმრიანი OREO VS რძიანი OREO 👀 |GD Squad Vl...
GD squad
უგემრიელესი ორეოს ბურთულები • The best Oreo Cookie Balls
Chemi Samzareulo • ჩემი სამზარეულო
ნაყინი მაკფლარი ?! - მაკდონალდსის უგემრიელესი მაკფლარი / Mcf...
სოფის კულინარიუმი - Sofis Culinary
მილქშეიკი მარწყვის, შოკოლადის, ორეოს და ვანილის - Milqsheiki
Apolines cuisine
საზაფხულო ტირამისუ მარწყვით და ხაჭოს მსუბუქი კრემით - Marwyv...
Apolines cuisine