გურამ ოდიშარიამ ფანი არდანი მიიღო

10/24/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

24 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ფანი არდანი მიიღო. მინისტრთან ერთად შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე დაესწრნენ.
გურამ ოდიშარიამ მსახიობს ძველი ქართული ორნამენტით შესრულებული მინანქრის სამკაული, სამუზეუმო რეპლიკა და სამინისტროს მხარდაჭერით ფრანგულ ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსანი გადასცა. ფანი არდანიმ დიდი ინტერესი გამოხატა გამოცემის მიმართ და მინისტრს დაპირდა, რომ მომდევნო ვიზიტისას მასთან ერთად ვეფხისტყაოსანზე ისაუბრებს. მსახიობი გამოეხმაურა მასპინძლის ინიციტიავას, ქართულ-ფრანგული კოპროდუქციის შექმნის შესახებ და არ დამალა მღელვარება საკუთარი სარეჟისორი ნამუშევრის გამო, რომლის მსოფლიო პრემიერა დღეს, თბილისში, ოთარ იოსელიანისა და თენგიზ აბულაძის ქვეყანაში გაიმართება.
ფილმის \"აკვიატებული რითმები\" (Obsessive Rhythms) მსოფლიო პრემიერა 24 ოქტომბერს, 20:00 საათზე თბილისში, კინოთეატრ რუსთაველის მეხუთე დარბაზში გაიმართება. ფანი არდანის სარეჟისორო ნამუშევარს პირველად ქართული საზოგადოება შეაფასებს.
ვიზიტის ფარგლებში, დღესვე მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ქართველი მსახიობებისათვის ფანი არდანი სამსახიობო ოსტატობაში მასტერკლასს ჩაატარებს.
მსახიობსა და რეჟისორს საქართველოში კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ფრანგული ინსტიტუტი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მასპინძლობს.


http://www.culture.gov.ge
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან