მარნეულში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

05/14/2020
Municipality of Marneuli-ის მიერ

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს წითელზონად გამოცხადებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში;
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით ახორციელებენ. პროცესს მონიტორინგს რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები უწევენ.
მიმდინარე ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სამუშაოები 6 სოფელში წარმოებს. აღიშნული პროექტები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რისთვისაც ჯამში გამოყოფილია 3, 232, 156 ლარი.
მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სასმელი წყლის ქსელების მოწყობის სამუშაოებიც; ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის სამი დიდი ადმინისტრაციული ერთეულის - ალგეთის, ქუთლიარისა და კაპანახჩის 8 სოფელი, ჯამში კი 19 107 ბენეფიციარი, ხარისხიანი სასმელი წყლით, შეუფერხებლად მომარაგება;
პროექტი, ერთობლივად, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 677 520 ლარს შეადგენს.
დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს, ორი სოფლის შაუმიანისა და ხიხანის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, ახალი ხიდის მშენებლობაც. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 657 452 ლარია გამოყოფილი;


http://marneuli.gov.ge/infrastruqturu...

   • მარნეულში მასშტაბური ინფრასტრუქტურული...

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან