მარნეულში დღეიდან ღია აგრარული ბაზარი გაიხსნა

27.04.2020 02:34

მარნეულის აგრარული ბაზარი დღეიდან განაგრძობს დადგენილი რეკომენდაციების წესის დაცვით ფუნქციონირებას. ბაზრის გახსნა, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების სრული დაცვით მოხდა; ადგილზე დილის 07:00 საათიდან იმყოფებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც პირადად აკონტროლებდნენ ბაზრის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას. ბაზრის ტერიტორიაზე შემსვლელ თითოეულ ავტომობილს უტარდება დეზინფექცია, მოქალაქეებს კი პირბადეებსა და ხელთათმანებს ურიგებენ. დღეიდან, მარნეულის აგრარულ ბაზარზე დასაქმებულ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოს მიერ პანდემიის დროს შემუშავებული წესების ფარგლებში განახორციელონ საქმიანობა. http://www.marneuli.gov.ge/siaxleebi1...    • მარნეულში დღეიდან ღია აგრარული ბაზარი...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო