ალგეთის ინფრასტრუქტურული პროექტები

22.01.2017 01:23

დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ალგეთში მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 2016 წელს სხვადსახვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 3 სოფლის: ალგეთის, საბირკენდის და თაზაკენდის გზა მოიხრეშა. აღნიშნული პროექტები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რომელთა ღირებულება სოფელ ალგეთში - 41 911, საბირკენდში - 30 243, ხოლო თაზაკენდში - 24 272 ლარი შეადგინა. აღნიშნულ სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასევე მოეწყო ქუჩების გარე განათების სისტემები. (პროექტის ღირებულება ალგეთში -26 000, საბირკენდში 19 307, ხოლო სთაზაკენდში 10 000 ლარს შეადგენა.) გასულ წელს, სოფელ ალგეთში ახალი ბუნებრივსაფარიანი სპორტული მოედანიც მოწყო. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა სოფელ თაზაკენდში, რომლის დაფინანსებაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 84 500 ლარით განხორციელდა. ხოლო „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ თაზაკენდში მოხდა სასაფლაოს შეღობვა, რომელიც 3 867 ლარით დაფინანსდა. წელსვე, სოფელ აზიზკენდში, სარწყავი არხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპიც დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი სოფელ ალგეთში 150 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი საბავშო ბაღის მშენებლობაა. პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო და 2017 წლის ივლისში დასრულდება. საბავშო ბაღის მშენებლობა მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხდება, რომლის საერთო ღირებულება 631 000 ლარს შეადგენს. ვრცლად იხილეთ: http://marneuli.gov.ge/…/1419-dasrule...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეულში
01:42

ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეულში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მარნეულში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
03:00

მარნეულში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

Municipality of Marneuli

ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა მარნეულში
01:49

ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა მარნეულში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა
00:56

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გზის სარეაბილიტაციო სამ...

Municipality of Marneuli

შვეიცარიის მთავრობის ვიზიტი მარნეულში
02:06

შვეიცარიის მთავრობის ვიზიტი მარნეულში

Municipality of Marneuli

მარნეულში სასმელი წყლის ქსელის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი ხორციელდება
02:04

მარნეულში სასმელი წყლის ქსელის მშენებლობის ფართომასშტაბიანი...

Municipality of Marneuli

ალგეთის აქტიური ქორჭილა, 2023 | Active Perch Fishing on Algeti Reservoir | 4K

ალგეთის აქტიური ქორჭილა, 2023 | Active Perch Fishing on Alge...

ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი და თოკების პარკი გაიხსნა
01:56

ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი და თოკების პარკი გაი...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ყველა ვიდეო