შვეიცარიის მთავრობის ვიზიტი მარნეულში

06/30/2017
Municipality of Marneuli-ის მიერ

29 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტს შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ელისაბეთ ფონ კაპელერის, აღმოსავლეთ ევროპასთან და ევრაზიასთან თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ხელმძღვანელობით ეწვია. დელეგაციაში იმყოფებოდნენ: ლუკას ბეგლინგერი, შვეიცაირიის ელჩი საქართველოში; ოლივიე ბურკი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი; ბარბარა ბიონი, დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის დეპ. ხელმძღვანელი; სიმონე ჰაბერლი, რეგიონული ხელმძღვანელის მოადგილე, და საქართველოში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები. ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასიას“ თავმჯდომარე.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც დელეგაციის წევრებმა მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ თოფჩიშვილთან ერთად ისაუბრეს მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობებზე, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე, ეთნიკური უმცირესობებისა და შემდგომი ინტეგრაციის საკითხებზე ორიენტირებული საჯარო მოხელეების შესაძლებლობების ზრდასა და საჯარო მოხელთა სწავლების სისტემაზე, მიღწევებზე, გამოწვევებზე, განხორიცელბულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის მეორე ნაწილი ინფრასტურუქტურული პროექტების მონახულებას ითვალისწინებდა, შვეიცარიის მთავრობის დელეგაციამ, მუნიციაპლიტეტის გამგებლთან თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებთან ერთად ალგეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა მოინახულეს.
დელეგაციის ვიზიტის მიზანს შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მიერ განხორციელებეული პროექტების მონახულება და ამ პროექტების განმახორციელებელ პარტნიორ ორგანიზაციებთან შეხვედრა წარმოადგენდა.
ვრცლად იხილეთ: http://marneuli.gov.ge/…/1579-shveica...

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან