საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ფრენსის გარისთან და საქპატენტის თავმჯდომარესთან ნიკოლოზ გოგილიძესთან ერთად, საზეიმოდ გახსნა საქართველოს დღეები ჟენევაში, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) წევრი სახელმწიფოების რიგით 55-ე ასამბლეის ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები - საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - ვახტანგ ყოლბაია, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი-ირაკლი ყურაშვილი, ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი - შალვა ცისკარაშვილი, ადგილობრივი სათვისტომოს წარმომადგენლები.
გახსნის ცერემონიას 188 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, ნაჩვენები იყო მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი“, მოეწყო ტრადიციული ქართული სამოსის გამოფენა, ასევე წარმოდგენილი იქნა ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული ქართული ყველი და ტკბილეული. ცერემონია მუსიკალურად ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლმა „რუსთავმა“ გააფორმა. 5-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ჟენევაში, ისმო-ს საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის: ქართული ანბანი, ქართული ღვინის ჭურჭელი, ქართული ნაციონალური ტანსაცმელი, უნიკალური ლანდშაფტის ფოტოები, არქეოლოგიისა და ოქრომჭედლობის სამუზეუმო ნიმუშების მინაბაძები. მინისტრის ინიციატივით, ქართული ანბანის ექსპოზოცია ჟენევაში,ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მუზეუმს საჩუქრად გადაეცა.
http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge