საპარლამენტო გუნდიდან მთავრობაში კიდევ ერთი დეპუტატი ინაცვლებს. მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრი იქნება.
კონსულტაციების შემდეგ არჩევანი პროფესიით იურისტ კანონმდებელზე გაკეთდა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა. ახლა საინტერესოა, რა გეგმით გადაიბარებს უწყებას ყოფილი კანონმდებელი და განაგრძობს თუ არა იმ რეფორმებს, რომლებიც კლინიკებში და ფარმაცევტულ ბაზარზე ზურა აზარაშვილის მინისტრობის დროს დაიწყო. მთავარი გამოწვევა კი რესპუბლიკური საავადმყოფოა, რომლის გარშემო წინა პრემიერის მიერ მიღებული რეზონანსული გადაწყვეტილება შეიცვალა. საკადრო ცვლილებები მთავრობის ადმინისტრაციასაც შეეხო. 12-წლიანი საქმიანობის შემდეგ პოსტს ტოვებს ზურაბ აბაშიძე, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის მრჩევლის პოზიცია ეკავა. მას რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ქაჯაია შეცვლის.
მარიამ სეთურიძე არკვევდა, დასრულდება თუ არა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის შეცვლით.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.