ეკონომიკური ფორუმი დავოსში

22.05.2022 03:19

პანდემიის გამო, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, შვეიცარიის ქალაქი დავოსი კვლავ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. განხილვის მთავარი თემა უკრაინაში რუსული აგრესია იქნება. ფორუმს ვირტუალურად დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი. ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, დავოსში არ იქნება რუსული დელეგაცია. ისინი ფორუმზე არ მიიწვიეს. ფორუმს 50-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური დაესწრება. დავოსში ხვალიდან გამართავს შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: