მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში

17.01.2024 11:56

მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს-კომპანიები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს ეცნობიან.

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ორმხრივი შეხვედრები დაიწყო. პანელურ დისკუსიებში მონაწილეობამდე და გლობალურ გამოწვევებზე მსჯელობამდე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს და ბიზნეს-გარემოს ცნობილ საერთაშორისო კომპანიებს აცნობს. ენერგეტიკა, ტურიზმი, სტუმარმასპინძლობა, აიტი-ტექნოლოგიები - შეხვედრების მიზანი საქართველოში ახალი ინვესტიციების მოზიდვაა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მოლოდინია, რომ ქვეყნის მიმართ ბიზნეს-ინტერესები კიდევ უფრო გაიზრდება. აქცენტი კეთდება შუა დერეფნის მომავალზეც. ქართული დელეგაცია დავოსის შეხვედრებს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ალტერნატიულ მარშრუტში საქართველოს განსაკუთრებული როლის წარმოსაჩენადაც გამოიყენებს. ეკონომიკური მნიშვნელობის გარდა დავოსის მსოფლიო ფორუმს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინა-რუსეთის ომია. შვეიცარიის საკურორტო ქალაქში ჩასული მსოფლიო ლიდერები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალების გზებზე მსჯელობენ.

სალომე ქოქიაშვილი აშუქებს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub