ზუგდიდის პროკურორი მოსწავლეებს ნარკოტიკების მავნე ზეგავლენაზე ესაუბრა
03/22/2017
Radio Atinati-ის
მიერ
ზუგდიდის რაიონული პროკურორი ლევან სალია დღეს, #3 საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებს შეხვდა. ის მოზარდებს ნარკოტიკული საშულაებების სახეებზე და მისი მოხმარების ნეგატიურ შედეგებზე ესაუბრა. ამასთან, სალიამ მოსწავლეებს მთავარი პროკუტაურის მიერ 2016 წელს ჩატარებული კველვის შედეგები გააცნო. ღნისძიება მთავარი პროკურატურის მიერ ანტინარკოტიკული კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
პროკურორის მიერ წარმოდგენილი კვლეის მიხედვით, სამეგრელოს რეგიონი ნარკოტიკების მოხმარების მხრივ მეოთხე ადგილზეა და მისივე ცნობით, ჩვენს რეგიონში ყველაზე მეტად მარიხუანას მოიხმარენ.ზუგდიდის პროკურორმა სკოლის მოსწავლეებს უთხრა, რომ ნარკოტიკების მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობას ანადგურებს და მის ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
„დღევანდელი შეხვედრა საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. მოსწავლეებს გარკვეული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკვაშირებით უკვე ჰქონდათ და მათი უმრავლესობა ემხრობა იმ აზრს, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ნეგატიურ გავლენას ახდენს“, - განაცხადა ლევან სალიამ.
ცნობისთვის,საქართველოს პროკურატურამ 2017 წლის 20 მარტიდან ანტინარკოტიკული კამპანიის კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევი მიზეზების კვლევის შედეგების პრეზენტაცია ყველა რეგიონში გაიმართება.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati. .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/