ენმ: სოფელ კახათში ე.წ. მაყურებელი საარჩევნო პროცესში ჩარევას ცდილობს
ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის ანი წითლიძის ინფორმაციით, სოფელ კახათში ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული პირია, საარჩევნო პროცესში უხეშად ერევა. მისივე თქმით, ის #50-ე უბნიდან მათი პარტიის წარმომადგენლების გამოყვანას ცდილობს, მანამდე კი კახათის სხვა საარჩევნო უბნებზეც იმყოფებოდა. „გუგუჩია ეუბნება ჩვენს მხარდამჭერებს, რომ არ დაუჭირონ მხარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ეს არის „არაქურდული“ პარტია, მას შემდეგ, რაც მათ გაუკეთეს ე.წ. ქურდულ სამყაროს და ვინც ხმას მისცემს ამ პარტიას, კახათში ვერ გაჩერდება“, - აღნიშნა წითლიძემ. ბრალდებები უარჰყვეს მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში. ადგილზე იმყოფებოდა მერობის კანდიდატი ლაშა გოგია, რომელმაც განაცხადა, რომ “მსგავს სისულელეზე” კომენატრს არ გააკეთებს. ჟურნალისტებს ესაუბრა მამუკა წოწერიაც, რომლის მტკიცებით, ენმ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. „არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და კონკურენტულ გარემოში. ეს არის დამარცხებისთვის განწირული პარტიის განცხადებები. არავითარი მოსყიდვა, ზეწოლა და დაშინება არ ხდება“, - თქვა წოწერიამ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ანა წითლიძე: კახათში „კარუსელის“ მცდელობა იყო
Radio Atinati
ენმ-ის კადრები სოფელ რიყედან
Radio Atinati
დიდინეძის მოსახლეობა წუხანდელი ინციდენტის შესახებ საუბრობს
Radio Atinati
მდინარე ჭოროხი კალაპოტიდან გადმოვიდა და სასაფლაოები დატბორა
აჭარა ენმ / Adjara unm
ენმ-ის ლიდერი დავით ბაქრაძე სოფელ საჯიჯაოში მოსახლეობას შეხვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
400 მდე ოჯახი ხელვაჩაურში, ბუნებრივი აირის გარეშე
აჭარა ენმ / Adjara unm
სოფელ ზემო ლეღვას 300 მდე ოჯახს 4 თვეა, წყალი არ მიეწოდება
აჭარა ენმ / Adjara unm
აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - სოფელ სალიბაურში ადგილობ...
აჭარა ენმ / Adjara unm