400 მდე ოჯახი ხელვაჩაურში, ბუნებრივი აირის გარეშე

05.06.2019 01:02

სოფელ ყოროლისთავსა და აგარაში მცხოვრებლები, გაზიფიცირების პროექტის დასრულებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, სამუშაოები აქ ორი წელია რაც შეჩერებულია. მოქალაქეებმა დღეს დახმარებისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართეს. ბუნებრივი აირის გარეშე დასახლებაში 400 მდე ოჯახია დარჩენილი. დამატებით დეტალებს ,,მაცნეს“  მთავარ გამოშვებაში შემოგთავაზებთ. #მიშა_ბოლქვაძე #ენმ

გაზიარება: