მდინარე ტეხურის ხეობა ნოქალაქევში | RIVER TEKHURI RAVINE IN NOKALAKEVI (4K)
09/06/2018
მდ. ტეხურის ხეობა, რომელიც ნოქალაქევში მდებარეობს და ქალაქ სენაკიდან დაშორებულია 17 კმ-ით, იწყება ე. წ. ბონდის ხიდთან და გრძელდება ნოქალაქევის ისტორიულ ხიდამდე. მისი სიგრძე არის 2.8 კმ. და წარმოადგენს ანტეცედენტური ხეობის კლასიკურ ნიმუშს. გეოლოგიურად აქ მთების წარმოშობას წინ უსწრებდა მდინარის არსებობა, რომელმაც შეინარჩუნა კალაპოტი და დინების მიმართულება. ხეობა მდიდარია სხვადასხვა სახის უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტითა და ისტორიული ძეგლებით, რაც ნოქალაქევში მდ. ტეხურის ხეობის ერთიან ბუნებრივ-ისტორიულ კომპლექსს ქმნის:
00:05 ბონდის ხიდი
ბეწვის ხიდი მდ. ტეხურისა და მდ. გურძემიას შესართავთან. ხეობის დასაწყისი. საბჭოთა პერიოდში, მდინარის მარცხენა ნაპირას, ნაძვნარში, ფუნქციონირებდა ცნობილი პიონერთა ბანაკი. აქვეა ნოქალაქევის ისტორიული აბანო.
00:41 ,,ოლიმპიური აუზი“
აქ მდინარე ტეხური ზურმუხტისფერ კანიონს ქმნის, რომელიც დამსვენებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. წყლის სიღრმე აქ დაახლოებით 8-10 მეტრია. მიმდებარე კირქვოვან კლდეებზე განვითარებულია კოლხური ტყისთვის დამახასიათებელი ფლორა - დათვის თხილი, კოლხური ბზა, უთხოვარი და ა. შ.
01:08 ცხელი წყლის ,,გეიზერები“
სამკურნალო დანიშნულების თერმული წყლები, რომელიც შეიცავს გოგირდწყალბადსა და ნატრიუმს. ,,ცხელი წყლები“ ხეობის ყველაზე გაშლილ ადგილას მდებარეობს და მიწიდან ბუნებრივად ამოდის, სადაც მისი ტემპერატურა 100°C-მდე აღწევს. ცხელი წყლის ნაკადულები ქვედა დინებაში ტრავერტინებს წარმოქმნის. ამ მონაკვეთიდან წყალი ბუნებრივად გრილდება და მისი მიღება შესაძლებელი ხდება. საბჭოთა პერიოდში აქვე ფუნქციონირებდა სააბაზანო კორპუსი.
01:27 დედამოკა - გოჭიფეს კანიონი
ყველაზე ვიწრო ადგილი მდინარე ტეხურზე. გოჭიფეს კანიონით ცნობილ ამ მონაკვეთში კალაპოტის სიგანე ზოგან 2.5 მეტრს არ აღემატება. ამავე ადგილს უკავშირდება ლეგენდა ,,დედამოკაზე“- ფეხმძიმე ქალზე, რომელიც გამოდევნებულ მტერს სასწაულებრივად გადაურჩა. მდინარის მარჯვენა ნაპირს მიუყვება მიკოტახილის გზა, რომელიც ნოქალაქევს მდ. ტეხურის ზემო წელის სოფლებთან აკავშირებს.
01:54 რუხი ყანჩების საბუდარი
ყოველწიურად, ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, კონკრეტულად შერჩეულ ამ ადგილს რუხი ყანჩები (Ardea Cinarea) სტუმრობენ. ადგილი მდებარეობს ხეობის ზუსტად ცენტრში, ქარისგან მაქსიმალურად დაცულ ადგილას, სადაც ფრინველები ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპიდან და აფრიკის სანაპიროებიდან მოფრინავენ. ყანჩები დასაბუდებლად ირჩევენ ხეებს. ადგილი უნიკალურია ფრინველზე დაკვირვების მოყვარულებისთვის; - ტურიზმის მზარდი სახეობის - ,,ბირდვოჩინგის“ გასავითარებლად.
02:52 ოძიე
დამსვენებლებისთვის კიდევ ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი. მთის ქიმზე ჩანს ისტორიული ციხე-გოჯის (არქეოპოლისი) კოშკები და ბურჯი. შორეულ პანორამაზე ნოქალაქევის თევზსაჭერი აუზები. გადმოცემით, აქ მდინარის ნაპირებთან ადგილობრივები მძივების ასაწყობად ლამაზ ქვებს ეძებდნენ, აქედან მომდინარეობს ადგილი სახელწოდება - ,,ოძიე“ (მეგრულად ,,ძია“ - მძივი). აქვეა გადაღებული ქართული მხატვრული ფილმის ,,მამელუქის“ ეპიზოდები. ოძიეს დასაწყისში მდებარეობს წყლის ფრინველთა ერთ-ერთი სახეობის - ჩვამების თავშეყრის ადგილი - ,,ოჩვამეში“.
03:11 ნოქალაქევის ისტორიული ხიდი
ხეობის ბოლო წერტილი, სადაც მდინარე ტეხური კოლხეთის დაბლობზე გამოდის. ეს ადგილი ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზეა, რომელიც მოიცავს ანტიკური პერიოდის უმნიშვნელოვანეს ციხე-ქალაქს, მეფეთა სასახლეებით, აბანოებით, საფორტიფიკაციო ნაგებობებითა და გვირაბით. ლითონის ხიდი აგებულია XIX საუკუნის ბოლოს, ეიფელის ცნობილი კოშკის კონსტრუქციის მოდელზე. თავდაპირველად, ამ ხიდზე გადიოდა სენაკი-მარტვილის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ამ ხიდზეა გადაღებული ცნობილი ქართული მხატვრული ფილმი ,,რეკორდი“.