„დაპატიმრებული მზერა\", - ამ სახელწოდების პერსონალური გამოფენა თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში მოეწყო. ექსპონატები ესპანელ ფოტოგრაფს, მანელ ესკლუსას ეკუთვნის, რომელიც ამ პროექტზე 1973-1979 წლებში მუშაობდა. სურათები მზერის სიმბოლიკაზეა აგებული, რომელიც მის იმდროინდელ სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას ასახავს. ფოტოსერია ავტორის ბრძოლის პროცესს წარმოადგენს, სადაც იგი უპირისპირდება ავადმყოფობას, სიკვდილის შიშს და არარსებულ მომავალს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/10cL84A
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/10cL84A