წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის\" ლიდერები დედოფლისწყაროში ჩავიდნენ. დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ, კობა სუბელიანმა, ირმა ნადირაშვილმა და პარტიის სხვა წარმომადგენლებმა ადგილობრივებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები წარუდგინეს. „ნაციონალური მოძრაობის\" სიის პირველი ნომერი დედოფლისწყაროს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ბაღაშვილია, ხოლო დედოფლისწყაროს გამგებლობის კანდიდატად ემზარ ჯანაშვილი დასახელდა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1kNmHm0
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1kNmHm0