აშშ-ის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები კიევში იმყოფებოდნენ

25.04.2022 02:00

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 322 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს და ზოგიერთი ამერიკელი დიპლომატი უკრაინაში მუშაობას განაახლებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომლის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა. ამასთან, აშშ ხელახლა გახსნის ოფისებს ლვოვში, სადაც დიპლომატები ყოველდღიურად გაემგზავრებიან პოლონეთიდან, რომ „დიპლომატები დაბრუნდნენ საელჩოში, კიევში, რაც შეიძლება მალე“. ამერიკული მედიის ინფორმაციით, თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ ამერიკული სამხედრო დახმარების ფარგლებში, ჰაუბიცების პირველი პარტია უკვე უკრაინაშია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი, კიევში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას, თავდაცვის მინისტრს, ოლექსეი რეზნიკოვს და შინაგან საქმეთა მინისტრს, დენის მონასტირსკის შეხვდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - გამოხმაურება თბილისში
04:47

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - გამოხმაურება თბილისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჯოზეფ ბაიდენი დმიტრო კულებას შეხვდა
06:27

ჯოზეფ ბაიდენი დმიტრო კულებას შეხვდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში
07:45

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ის სანქციები თურქეთს
00:49

აშშ-ის სანქციები თურქეთს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება
01:20

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით
04:23

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ლუგარის ლაბორატორ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება
01:43

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კეზერაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივის
05:43

კეზერაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო